დღეს პარლამენტი ნარკოდანაშაულთან დაკავშირებულ საკანონმდებლო ცვლილებებს პლენარულ სხდომაზე განიხილავს.
კანონპროექტით გაიმიჯნება ნარკოტიკული დანაშაულების შემადგენლობა და გამკაცრდება პასუხისმგებლობის ზომები, ნარკორეალიზატორებისთვის განისაზღვრება უმკაცრესი სასჯელი. მმართველი გუნდი ახალი რეფორმის მთავარ მიზნად ნარკოდანაშაულთან ბრძოლასა და თაობების გადარჩენას ასახელებს.