leaderboard_below_slide
left_sabechdi

გურიის რეგიონში სამოქალაქო უსაფრთხოების საკითხებზე სწავლება ჩატარდა

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა, გურიის რეგიონში, ჩოხატაურისა და ოზურგეთის მუნიციპალიტეტებში, საგანგებო მართვის გეგმების შემუშავებაზე უფლებამოსილი პირებისთვის, სამოქალაქო უსაფრთხოების მიმართულებით სწავლება ჩაატარა.

სწავლების მიზანს, სამოქალაქო უსაფრთხოების საკითხებზე, მუნიციპალიტეტის თანამშრომლების მომზადება, მუნიციპალური საგანგებო მართვის გეგმის შემუშავება, განხილვა, ნაკლოვანებათა გამოვლენა და მათი აღმოფხვრის შესახებ რეკომენდაციების შემუშავება წარმოადგენდა.

სწავლების პროცესში, რეგიონის მუნიციპალიტეტების თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად, ჩართულები იყვნენ შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი დანაყოფები და ადგილობრივი, მოხალისეთა ჯგუფები.

აღნიშნულის ფარგლებში, როგორც მონაწილეებისთვის, ასევე, ადგილობრივი მოსახლეობისთვის, სახანძრო-სამაშველო სპეციალური ტექნიკისა და აღჭურვილობის გამოფენა მოეწყო.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური, ცნობიერების ამაღლების მიზნით, აქტიურად განაგრძობს სხვადასხვა მუნიციპალიტეტში სამოქალაქო უსაფრთხოების საკითხებზე სწავლებების ჩატარებას.

 

ასევე იხილეთ