leaderboard_below_slide
left_sabechdi

მასტერესის ტურნირზე გამგზავრების წინ კასპის ჭიდაობის ჯგუფის მწვრთნელს და მოჭიდავეებს კასპის მერი შეხვდა

კასპის მუნიციპალიტეტის მერი ვახტანგ მაისურაძე კასპის ჭიდაობის  ჯგუფის მწვრთნელს სოსო მამულაშვილს და იმ მოჭიდავეებს  შეხვდა, რომლებიც მონაწილეობას  გერმანიის ქალაქ ბრემენში გამართულ მასტერესის ტურნირში მიიღებენ.

ვახტანგ მაისურაძემ გამგზავრების წინ ტურნირის მონაწილეებს წარმატებები უსურვა. როგორც მან აღნიშნა, მერია ყოველთვის მხარს უჭერს და ხელს უწყობს ნიჭიერ სპორტსმენებს წარმატებების მიღწევაში, ასევე სპორტული ინფრასტრუქტურის მოწყობასა და განვითარებაში.

მოჭიდავეების მგზავრობას  მუნიციპალიტეტი აფინანსებს.

ასევე იხილეთ