დავით ჩიხელიძე: FARA-მ კიდევ ერთი უსამშობლო გამოავლინა, გილაური საქართველოს დასაზიანებლად ნახევარ მილიონ დოლარზე მეტს იხდის!

“ახლა გასაგებია რატომ ხდება აშშ-ს მოქალაქეების მიერ მთავრობის მადისკრედიტირებელი განცხადებების გაკეთება, ეს არა მათი გულწრფელი პოზიცია არამედ გილაურის, კეზერაშვილის და მავანთა ფულით ნაყიდი განცხადებებია, რომელსაც რეალობასთან საერთო არ აქვს!”, – ასე ეხმიანება ექსპერტი დავით ჩიხელიძე FARA-ზე გამოქვეყნებულ დოკუმენტს, რომლის მიხედვით, რადიკალური ოპოზიციის დამფინანსებელმა ნიკა გილაურმა ლობისტებს 6 თვეში 600 000 აშშ დოლარი უნდა გადაუხადოს.
როგორც ჩიხელიძე აღნიშნავს, გილაურის მიერ ლობისტური კომპანიის დაქირავებამ, კიდევ ერთხელ შეგვახსენა გამჭვირვალობის კანონის აუცილებლობა, რომელსაც საქართველოს, გარე ჩარევებისგან დაცვა შეუძლია.
“FARA-მ კიდევ ერთი უსამშობლო გამოავლინა, გილაური რომელიც პატრიოტიზმზე გვესაუბრება, საქართველოს დასაზიანებლად ნახევარ მილიონ დოლარზე მეტს იხდის! აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის ვებგვერდზე გამოქვეყნებული დოკუმენტის, თანახმად ნიკა გილაურის კომპანიამ აშშ-ში ლობისტური კომპანიის დაქირავებისთვის 600 000 დოლარი გადაიხადა. თანამშრომლობა რამდენიმე საკითხს მოიცავს, მათ შორის შეხვედრებს, აშშ-ში საქართველოს შესახებ ცნობიერების ამაღლებას, სამოქმედო სტრატეგიის შემუშავებას, მხარდამჭერ ქმედებებს და ა.შ. ახლა გასაგებია რატომ ხდება აშშ-ს მოქალაქეების მიერ მთავრობის მადისკრედიტირებელი განცხადებების გაკეთება, ეს არა მათი გულწრფელი პოზიცია არამედ გილაურის, კეზერაშვილის და მავანთა ფულით ნაყიდი განცხადებებია, რომელსაც რეალობასთან საერთო არ აქვს!
გილაურის მიერ ლობისტური კომპანიის დაქირავებამ, კიდევ ერთხელ შეგვახსენა გამჭვირვალობის კანონის აუცილებლობა, რომელსაც საქართველოს, გარე ჩარევებისგან დაცვა შეუძლია. დღეს საქართველოში მოქმედ არასამთავრობო ორგანიზაციებს ასობით უცხოური ფონდი თუ კერძო პიროვნება აფინანსებს, ფინანსების ნაწილი გაუმჭვირვალეა, რომლის დიდი ნაწილი არა სამოქალაქო სექტორის თუ კონკრეტული დარგების განვითარებას, არამედ ქვეყანაში არეულობის და დესტაბილიზაციის შემოტანას ემსახურება”, – წერს დავით ჩიხელიძე.