leaderboard_below_slide
left_sabechdi

ედიშერ გვენეტაძე FARA-ზე გამოქვეყნებული დოკუმენტის შესახებ: ის ანტიქართული საქმეები, რომელსაც აქ მყოფი მეხუთე კოლონის წარმომადგენლები აკეთებენ, გარედან ზეწოლისა და ლობირების გარეშე არ ხდება

“ის ძირგამომთხრელი ანტიქართული საქმეები, რომელსაც აქ მყოფი მეხუთე კოლონის წარმომადგენლები აკეთებენ, გარედან ზეწოლისა და ლობირების გარეშე არ ხდება. და ეს რომ ასეა, კიდევ ერთხელ მკაფიო გახადა საყოველთაოდ ცნობილმა FARA-მ, რომლის ქართული ანალოგიც სულ მოკლე ხანში თავზარს დასცემს საქართველოში მყოფ აგენტ-მოღალატეებს”, – წერს ექსპერტი ედიშერ გვენეტაძე, რომელიც ეხმიანება ინფორმაციას FARA-ზე გამოქვეყნებული დოკუმენტის შესახებ, საიდანაც ირკვევა, რომ ნიკა გილაურმა აშშ-ში ლობისტური კომპანიის დაქირავებაში 600 000 დოლარი გადაიხადა.

გვენეტაძის განცხადებით, ნიკა გილაური იყო საქართველოს პრემიერ-მინისტრი “ნაცმოძრაობის” დროს, რომელმაც როგორც ირკვევა, ქვეყნის ღალატის ფასად მილიონები იშოვა, ახლა კი, ქვეყნის განადგურებისთვის მტრებს უხვად უხდის ქართველი ხალხისთვის მოპარულ ფულს.

“არაფერი არ არს დაფარული, რომელიც არ გაცხადდებისო” ბრძანებს სახარება. დიახ, ის ძირგამომთხრელი ანტიქართული საქმეები, რომელსაც აქ მყოფი მეხუთე კოლონის წარმომადგენლები აკეთებენ, გარედან ზეწოლისა და ლობირების გარეშე არ ხდება. და ეს რომ ასეა, კიდევ ერთხელ მკაფიო გახადა საყოველთაოდ ცნობილმა FARA-მ, რომლის ქართული ანალოგიც სულ მოკლე ხანში თავზარი დასცემს (უკვე დაცემული აქვთ) საქართველოში მყოფ აგენტ-მოღალატეებს.

რუსთაველზე წაღმა-უკუღმა მორბენალო ე.წ. “გულწრფელო” მოპროტესტენო, კიდევ ერთხელ გადახედეთ, ნახეთ და გაანალიზეთ. აი ეს სუბიექტი ნიკა გილაური იყო საქართველოს პრემიერ-მინისტრი “ნაცმოძრაობის” დროს, რომელმაც მილიონები იშოვა, როგორც ირკვევა ქვეყნის ღალატის ფასად. უფრო მეტიც, ახლაც, ამ წუთებში, ეს ავაზაკი საქართველოს დაქცევა-განადგურებისთვის მტრებს უხვად უხდის ქართველი ხალხისადმი მოპარულ ფულებს, ისევე როგორც მისი ბელადი მიშა”, – წერს ედიშერ გვენეტაძე სოციალურ ქსელში.

ასევე იხილეთ