თბილისში, გლდანში მკვლელობა მოხდა. არსებული ინფორმაციით, მოკლულია მამაკაცი. შემთხვევა დილით საცხოვრებელ სახლში მოხდა.
მომხდართან დაკავშირებით სამართალდამცველებმა ერთი პირი დააკავეს. წინასწარი ინფორამციით, მკვლელობა ცივი იარაღით განხორციელდა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.