leaderboard_below_slide
left_sabechdi

თენგიზ შარმანაშვილი: ვიღაცები ამბობდნენ, „ფარა“ 40-იან წლებში მიიღეს და იმის შემდეგ მკვდარი დოკუმენტიაო, არაფერ მკვდარ საქმიანობას არ ეწევა, იქიდან ვიგებთ ანტიქართული საქმიანობის შესახებ

“ვიღაცები ამბობდნენ, თურმე „ფარა“ 40-იან წლებში მიიღეს და იმის შემდეგ მკვდარი დოკუმენტიაო. არაფერ მკვდარ საქმიანობას არ ეწევა, იქიდან ვიგებთ ანტიქართული საქმიანობის შესახებ”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა თენგიზ შარმანაშვილმა განაცხადა.

შარმანაშვილის თქმით, ნიკა გილაურს უბრძანეს, თანხები გადაისროლოს საქართველოს ინტერესების საწინააღმდეგოდ და მსგავსი ლობისტური საქმიანობა პირველად არ ხდება.

„რაღაცას როცა ვამბობთ, ხალხს ჰგონია, რომ ეს ჩვენი პარტიული პროპაგანდაა. როცა ვამბობთ, რომ ეს ხალხი აგენტურაა, ამას ტყუილად კი არ ვამბობთ და ეს ამბები ჰაერზე კი არ არის მოტანილი. დირექტივა როცა მიუვათ, ისინი ისე იქცევიან, როგორც უნდა მოიქცნენ აგენტები ასეთ ვითარებაში. ნიკა გილაურს, შეიძლება, შინაგანად უნდოდა სხვა ნაბიჯების გადადგმა, მაგრამ უთხრეს, რომ შენ ახლა ამას გააკეთებ, ამ ფულს საქართველოს საწინააღმდეგო პროპაგანდაში დახარჯავ. ნახეთ, ეს თანხა რა საქმიანობაში უნდა დაიხარჯოს. უნდა დაიხარჯოს პროპაგანდაში, უცხოურ პოლიტიკოსებთან ურთიერთობაში, სენატორები და სხვა პოლიტიკოსები ისე უნდა იპოვონ, რომ ანტიქართული საქმიანობა აწარმოონ. ეს არის მთავარი უბედურება, რაზეც ჩვენ ამდენი ხანია, ვსაუბრობთ. „ფარა“ კარგი ამიტომაა.

ვიღაცები ამბობდნენ, თურმე „ფარა“ 40-იან წლებში მიიღეს და იმის შემდეგ მკვდარი დოკუმენტიაო. მკვდარი დოკუმენტია? არაფერ მკვდარ საქმიანობას არ ეწევა. მე და თქვენც კი იქიდან ვიგებთ ანტიქართული საქმიანობის შესახებ. გილაურს უბრძანეს, რომ ეს თანხები გადაისროლოს საქართველოს ინტერესების საწინააღმდეგოდ და ამას ახლა ქმედებებიც მოჰყვება. ეს ხომ პირველად არ ხდება, ყველა ჩვენგანი ხომ წლიდან წლამდე ვართ მომსწრე ასეთი ლობისტური საქმიანობის, რომელიც ისევ „ფარას“ მეშვეობით ხდება ხოლმე ჩვენთვის ცნობილი“, – განაცხადა თენგიზ შარმანაშვილმა.

ცნობისთვის, „ფარაზე“ გამოქვეყნდა დოკუმენტი, რომლის მიხედვითაც, ნიკა გილაურის კომპანიამ 600 000 დოლარად აშშ-ში ლობისტური კომპანია დაიქირავა.

ასევე იხილეთ