leaderboard_below_slide
left_sabechdi

დავით ფაცაციამ აფხაზეთიდან დევნილ, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებს სპეციალური დანიშნულების ეტლები გადასცა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა მინისტრი დავით ფაცაცია, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე ზურაბ თენიეშვილთან და ბათუმის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე ლელა სურმანიძესთან ერთად, ბათუმში მცხოვრებ აფხაზეთიდან დევნილ, სოციალურად დაუცველ, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებს სახლში ესტუმრა და სპეციალური დანიშნულების ეტლები გადასცა.

„ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია აფხაზეთიდან დევნილი, განსაკუთრებული საჭიროებების მქონე პირების მხარდაჭერა და მოხარული ვარ, რომ მცირედი წვლილი შევიტანეთ მათი ყოველდღიური ცხოვრების გაუმჯობესებაში.

განსაკუთრებულ მადლობას ვუხდი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტროს, რომლის დახმარებითაც შევძელით ჩვენი დევნილი მოქალაქეების დახმარება“, – განაცხადა დავით ფაცაციამ.

ბათუმში მცხოვრებ აფხაზეთიდან დევნილ, სოციალურად დაუცველ, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებს სპეციალური დანიშნულების ეტლები აფხაზეთის მთავრობისა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა სამინისტროს ინიციატივითა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით გადაეცათ.

 

ასევე იხილეთ