leaderboard_below_slide
left_sabechdi

ირაკლი ზარქუა: ქართულ კანონმდებლობაში მკაცრი და ძლიერი ამერიკული კანონი შემოგვაქვს, რათა საზოგადოებამ იცოდეს ყველა უსამშობლო, ვინც საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ ქმედებებს აფინანსებს

პარლამენტის დიასპორის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ზარქუას განცხადებით, „ფარას“ კანონის შემოტანა ქართულ კანონმდებლობაში ხდება იმისთვის, რომ საზოგადოებას ინფორმაცია ჰქონდეს ყველა უსამშობლოს შესახებ, ვინც საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ ქმედებებს აფინანსებს.

ირაკლი ზარქუა გამოეხმაურა „ფარაზე“ დოკუმენტის გამოქვეყნებას, რომლის თანახმადაც, ნიკა გილაურის კომპანიამ 600 000 დოლარად აშშ-ში ლობისტური კომპანია დაიქირავა.

“ფარას” მიერ ცნობილი გახდა, რომ თურმე, ნიკა გილაურს ლობისტური კომპანიები ჰყავს დაქირავებული და 600 ათასი დოლარი გადასახდელი. ეს ისედაც ვიცოდით, მაგრამ საქართველოში „ფარას“ შემოტანა ამიტომაც გვინდა. ქართულ კანონმდებლობაში მკაცრი და ძლიერი ამერიკული კანონი შემოგვაქვს. ეს იმიტომ ხდება, რომ ყველა უსამშობლო, ვინც საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ ქმედებებს აფინანსებს, მათ თაობაზე საზოგადოებამ იცოდეს”, – აცხადებს ირაკლი ზარქუა.

ასევე იხილეთ