“რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის გადაწყვეტილება 30-დღიანი ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ეხება მხოლოდ უკრაინულ ენერგეტიკულ ობიექტებს და არა სხვა სახის ინფრასტრუქტურას”, – განაცხადა კრემლის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა.
როგორც პესკოვმა აღნიშნა, პუტინმა გუშინვე აშშ-ის პრეზიდენტთან, დონალდ ტრამპთან საუბრის დასრულების შემდეგ, უკრაინის ენერგოობიექტებზე იერიშების შეჩერების ბრძანება გასცა და ის არ გაუუქმებია.
ცნობისთვის, გუშინ აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა და რუსეთის ლიდერმა ვლადიმერ პუტინმა სატელეფონო საუბარი გამართეს. ტრამპმა პუტინს 30 დღის მანძილზე უკრაინის ენერგეტიკულ ობიექტებზე თავდასხმებისგან თავის შეკავება შესთავაზა. პუტინი ამ იდეას დათანხმდა.