leaderboard_below_slide
left_sabechdi

ირაკლი ზარქუა: მგონია, რომ რადიკალური პატიების უმრავლესობა ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს, უბრალოდ ელოდებიან ახალ მესიჯს თავისი პატრონებისგან

“მგონია, რომ რადიკალური პატიების უმრავლესობა ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს, უბრალოდ ელოდებიან ახალ მესიჯს თავისი პატრონებისგან”, – განაცხადა დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი ზარქუამ ოპოზიციური პარტიების გადაწყვეტილების შეფასებისას, რომ ისინი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას არ მიიღებენ.

“მგონია, რომ მაინც მიიღებენ მონაწილეობას. ყველა თუ არა უმრავლესობა რადიკალური პატიებისა მიიღებს მონაწილეობას ადგილობრივი არჩევნებში. უბრალოდ ელოდებიან ახალ მესიჯს თავისი პატრონებისგან. ეს მესიჯი იქნება, რომ – იცი რა, ვეღარ გაფინანსებთ, ამიერიდან მიხედეთ თქვენს თავს იმიტომ, რომ გაშიფრულები ვართ. ასეთი იქნება და შემდეგ ვინც დარჩება პოლიტიკაში, არ ვიცი რის იმედად, მაგრამ ვიღაცას ექნება სურვილი და მიიღონ მონაწილეობა. ჩვენთვის გზა ყველასთვის არის ხსნილი და დანარჩენი თვითონ აირჩიონ”, – აღნიშნა ზარქუამ.

ასევე იხილეთ