ირაკლი რუხაძე ადასტურებს, რომ „რადიო თავისუფლების“ საქართველოს ტერიტორიაზე არსებული აქტივებისა და ბრენდის შესყიდვა სურს

გავრცელებულ ინფორმაციას, რომ ტელეკომპანია „იმედის“ მფლობელს „რადიო თავისუფლების“ საქართველოს წარმომადგენლობის ოფისის შესყიდვა „ტელეიმედის“ ჯგუფისთვის სურს, ირაკლი რუხაძე ადასტურებს. აღნიშნულ ინფორმაციას ტელეკომპანია “იმედი” ავრცელებს.
საუბარია საქართველოს ტერიტორიაზე არსებულ აქტივებსა და ბრენდზე. რუხაძე საკითხზე “რადიო თავისუფლების” ადგილობრივი და სათავო ოფისის ხელმძღვანელობასთან გასაუბრებას ცდილობს.