leaderboard_below_slide
left_sabechdi

ვლადიმერ ბოჟაძე: როცა ასეთი ფონდები ახდენენ იმ რადიკალური ჯგუფების დაფინანსებას, აღჭურვას და შესაბამისი ინვენტარით უზრუნველყოფას, ეს ყველაფერი მიუთითებს, რომ აქციები არც მაშინ და არც ახალა არ იყო სპონტანური

“როცა ასეთი ფონდები ახდენენ იმ რადიკალური ჯგუფების დაფინანსებას და აღჭურვას, შესაბამისი ინვენტარით უზრუნველყოფას, მათ შორის, პიროტექნიკით, ლაზერებით და ნიღბებით, ეს ყველაფერი მიუთითებს იმაზე, რომ აქციები არც მაშინ და არც ახალა არ იყო სპონტანური”, – განაცხადა გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ ვლადიმერ ბოჟაძემ ფონდების დაყადაღებაზე საუბრისას.

“აქციები არის ორგანიზებული, დაფინანსებული სწორედ, იმ რადიკალური ჯგუფების და იმ პოლიტიკური ჯგუფების, რომლებზეც ჩვენ მანამდეც ვსაუბრობდით, ვგულისხმობ “ნაციონალურ მოძრაობას”, – აღნიშნა ვლადიმერ ბოჟაძემ.

ფონდების დაყადაღებიდან მესამე დღეს ნიკა გილაური თავის მართლებაზე გადადის. სოციალურ ქსელში წერს, რომ ფონდის საბანკო ანგარიშების გაყინვა ფარსია. შეგახსენებთ, რომ გილაურის ფონდი „ფროსფერითი“ ერთ-ერთია, რომელიც აქციებს ღიად აფინანსებს. მმართველ გუნდში ამბობენ, რომ ფონდები ძალადობას ახალისებენ.

ასევე იხილეთ