leaderboard_below_slide
left_sabechdi

ირაკლი კირცხალია: საქართველოს უახლოეს ისტორიაში ქართულ-ამერიკული ურთიერთობები უნდა იყოს უმაღლეს ნიშნულზე

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ირაკლი კირცხალიამ „დღის ქრონიკაში“ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის ინდოეთში ვიზიტი შეაფასა და აღნიშნა, რომ მაკა ბოჭორიშვილმა ინდოეთში მნიშვნელოვანი შეხვედრები გამართა. როგორც ირაკლი კირცხალიამ აღნიშნა, ინდოეთი იქნება მსოფლიოში ერთ-ერთი წამყვანი ქვეყანა.

“ინდოეთი აუცილებლად იქნება მსოფლიოში ერთ-ერთი წამყვანი ქვეყანა. მაკა ბოჭორიშვილმა ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრები გამართა ინდოეთში. კიდევ ერთხელ ხაზი გაესვა იმ მთავარ პრიორიტეტს, მთავარ გეოპოლიტიკურ ნიშას, რაც გვიჭირავს ჩვენს ქვეყანას, ეს ნიშნავს ჩვენს კარიბჭედ ყოფნას აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის, ეს ჩვენი გეოპოლიტიკური მოცემულობაა, ამ გეოპოლიტიკურ მოცემულობაში და დიდ არქიტექტურულ ცვლილებაში, მსოფლიო პოლიტიკაში საქართველო, რეგიონულ ჭრილში, იკავებს ერთ-ერთ საკვანძო ადგილს, ამიტომ ჩვენი მიდგომები იქნება, პირველ რიგში, ჩვენი ქვეყნის საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე, აუცილებლად სამშვიდობო ქოლგის ქვეშ და მშვიდობის პოლიტიკით“, – აღნიშნა ირაკლი კირცხალიამ.

ის ასევე შეეხო საქართველო-აშშ-ს ურთიერთობების საკითხს და აღნიშნა, რომ ურთიერთობის დინამიკა უფრო ინტენსიური იქნება.

“ტრამპის ადმინისტრაციის პოლიტიკა და „ქართული ოცნების“ პოლიტიკა სრულ თანხვედრაშია ერთმანეთთან, ამიტომ ობიექტური მოლოდინები არსებობს და ყველაფერი მიუთითებს იმისკენ, რომ უახლოეს საქართველოს ისტორიაში ქართულ-ამერიკული ურთიერთობები უნდა იყოს უმაღლეს ნიშნულზე”, – აღნიშნა ირაკლი კირცხალიამ.

ასევე იხილეთ