leaderboard_below_slide
left_sabechdi

თამთა მეგრელიშვილი: FARA-მ კიდევ ერთი ანტისახელმწიფოებრივად მოქმედი და მოაზროვნე პირი – ნიკა გილაური ამხილა

პარტია „ხალხის ძალის“ წევრი თამთა მეგრელიშვილი FARA-ს მოთხოვნების შესაბამისად, აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ დოკუმენტს, რომლის მიხედვითაც, ნიკა გილაურის კომპანია „Reformatics“-მა აშშ-ში ლობისტური კომპანია „Continental Strategy“ დაიქირავა, რისთვისაც 600 000 დოლარი უნდა გადაუხადოს ჟურნალისტებთან საუბარში გამოეხმაურა და განაცხადა, რომ გილაური ნახევარ მილიონზე მეტს იხდის იმისთვის, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური ინტერესი გაატაროს ამერიკის შეერთებულ შტატებში.

„ფაქტებით დასტურდება, რომ FARA-მ კიდევ ერთი ანტისახელმწიფოებრივად მოქმედი და მოაზროვნე პირი, ნიკა გილაურის სახით ამხილა. მან ნახევარ მილიონზე მეტი გადაიხადა იმისათვის, რომ ცნობიერება აუმაღლოს საქართველოსთან მიმართებით,  ამერიკის შეერთებული შტატების კონკრეტულ სეგმენტს. ანუ ამ შემთხვევაში გილაური ნახევარ მილიონზე მეტს იხდის იმისთვის, რომ ცალსახად „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური ინტერესი გაატაროს ამერიკის შეერთებულ შტატებში.

ეს ფაქტი ამერიკის ახალი ადმინისტრაციის პირობებში გაცდა ცნობილი, როცა FARA-მ გაბედა და გამოაქვეყნა აღნიშნული მონაცემები. წინა ადმინისტრაციის პირობებში ჩვენ ვიცით, რომ ცალსახად ხელს უწყობდნენ ასეთ ადამიანებს იმაში, რომ  გაეტარებინათ „ნაციონალური მოძრაობის“ და ოპოზიციური სპექტრის პოლიტიკური ნარატივი, მათ შორის ამერიკის შეერთებულ შტატებში და იქ არსებულ საზოგადოებაში. ანუ მიაწოდონ მცდარი ინფორმაცია საქართველოს ინტერესების და აქ მიმდინარე პოლიტიკური მოვლენების შესახებ,“ – განაცხადა თამთა მეგრელიშვილმა.

 

ასევე იხილეთ