leaderboard_below_slide
left_sabechdi

კრემლი: პუტინი და ტრამპი ერთმანეთს ენდობიან

რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ ვლადიმირ პუტინი და დონალდ ტრამპი ერთმანეთს ენდობიან.

„შემიძლია დიდი დარწმუნებით ვთქვა, რომ პრეზიდენტ პუტინსა და პრეზიდენტ ტრამპს კარგად ესმით ერთმანეთის, ენდობიან ერთმანეთს და აპირებენ რუსულ-ამერიკული ურთიერთობების ნორმალიზებისკენ თანდათანობით გადასვლას“, – აღნიშნა კრემლის ოფიციალურმა წარმომადგენელმა.

პესკოვმა დასძინა, რომ ჯო ბაიდენის დროს აშშ-რუსეთის ურთიერთობებს მნიშვნელოვანი ზიანი მიადგა და მათი აღდგენა დროსა და ძალისხმევას მოითხოვს.

ასევე იხილეთ