leaderboard_below_slide
left_sabechdi

ტრამპის სპეციალური წარმომადგენელი: რუსეთის წინააღმდეგ სანქციების პოტენციური შემსუბუქება ცეცხლის შეწყვეტის შემდეგ განიხილება

დონალდ ტრამპის სპეციალურმა წარმომადგენელმა, სტივ უიტკოფმა განაცხადა, რომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების პოტენციური შემსუბუქება ცეცხლის შეწყვეტის შემდეგ განიხილება.

უიტკოფის თქმით, დონალდ ტრამპსა და ვლადიმირ პუტინს შორის საუბრის დროს სანქციების საკითხი არ განხილულა.

თუმცა მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ ეს არის საუბარი, რომელიც ორივე ლიდერმა უნდა გამართოს და ყველა ღიაა ამისთვის.

„მაგრამ, უპირველეს ყოვლისა, ჩვენ გვინდა გადაწყვეტილება, რომელიც საბრძოლო მოქმედებების შეწყვეტას ნიშნავს. ჩვენ გვინდა ცეცხლის შეწყვეტის მიღწევა. ეს პრეზიდენტის პოლიტიკაა და ჩვენ ვაპირებთ ცეცხლის შეწყვეტის მიღწევას“, – აღნიშნა სტივ უიტკოფმა.

მისი აზრით, ცეცხლის შეწყვეტის მიღწევის შემდეგ, დანარჩენი ყველაფერი დეტალები იქნება.

„და ვფიქრობ, ამის შემდეგ ყველაფერი დანარჩენი დეტალები იქნება: სანქციების შემსუბუქება და ყველა სხვა რამ, რაც სრულფასოვან სამშვიდობო ხელშეკრულებას მოჰყვება“, – დასძინა მან.

ასევე იხილეთ