leaderboard_below_slide
left_sabechdi

არჩილ თალაკვაძე: პარლამენტმა, „ქართულმა ოცნებამ“ და უმრავლესობამ საარჩევნო კანონმდებლობა ისეთი სახით მიიღო, როგორიც ევროპის განვითარებულ დემოკრატიებს აქვთ

„არჩევნები და საარჩევნო სისტემა ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია და კიდევ ერთხელ მინდა ჩვენს თანამოქალაქეებს ვუთხრა, რომ საქართველოს პარლამენტმა, „ქართულმა ოცნებამ“ და ჩვენმა უმრავლესობამ საარჩევნო კანონმდებლობა ისეთი სახით მიიღო, როგორიც ევროპის განვითარებულ დემოკრატიებს აქვთ“, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ არჩილ თალაკვაძემ.

მისი შეფასებით, როდესაც საკითხი ეხება საარჩევნო საკითხებს და კანონმდებლობას, ოპოზიცია ამბობს ერთს და მეორეს – აკეთებს.

„ჩვენ მივიღეთ ცვლილებები, რომლითაც საქართველოს აქვს და მომავალში ექნება კიდევ უფრო სტაბილური საარჩევნო ადმინისტრაცია, მოქალაქეების მეტი ნდობით აღჭურვილი ადმინისტრაცია და რაც მთავარია – გამოირიცხება ყველა პოლიტიკური სპეკულაცია, რაც მანამდე იყო ხოლმე არჩევნებიდან არჩევნებამდე. მოდი, ვნახოთ ვინ გვესაუბრება საარჩევნო ადმინისტრაციაზე? გვესაუბრებიან ადამიანები, რომლებმაც არჩევნებთან დაკავშირებით მხარი არ დაუჭირეს არც ერთ პროგრესულ და დემოკრატიულ რეფორმას. სამაგიეროდ, ზუსტად ამ რეფორმების დამსახურებით არიან დღეს პარლამენტში წარმოდგენილი. ამ რეფორმების დამსახურებით ამ ოპოზიციიდან  თითოეული დაფინანსებას იღებენ, ამ რეფორმების დამსახურებით წინასაარჩევნო კამპანიის დროს  სატელევიზიო ეთერებზე აქვთ წვდომა და რეფორმების დამსახურებით დღეს პარლამენტი პოლიტიკურად უფრო პლურალისტულია, ვიდრე ოდესმე ყოფილა.

თქვენ ხართ ოპოზიცია, რომლებიც აპროტესტებდით 5%-იან ბარიერს და თქვენ ხართ ის ოპოზიცია, ვინც ჩვენ 43%-იან ბარიერს გვიწესებდით.  თქვენ თვითონ არ გინდათ, რომ 5%-იანი ბარიერი გადალახოთ და როდესაც იყო პოლიტიკური მოლაპარაკებები ჩვენთვის გინდოდათ 43%-ის დაწესება, მაშინ როდესაც ამტკიცებდით, რომ თუ პარტია 43%-ს არ გადალახავს, მას უფლება არ უნდა ჰქონდეს, რომ ქვეყანაში გადაწყვეტილებები მიიღოსო. ეს ოპოზიცია ხართ თქვენ – ორმაგი სტანდარტების გამტარებელი და დღესაც რასაც საუბრობდით, პირდაპირ ორმაგ სტანდარტზე მიუთითებდა“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

 

ასევე იხილეთ