leaderboard_below_slide
left_sabechdi

უეფა-ს ჩემპიონთა ლიგის ფინალს 2027 წელს მადრიდის „ატლეტიკოს“ სტადიონი, „მეტროპოლიტანო“ უმასპინძლებს

უეფა-ს ჩემპიონთა ლიგის 2027 წლის ფინალს მადრიდის „ატლეტიკოს“ სტადიონი „მეტროპოლიტანო“ უმასპინძლებს, – ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა COPE ავრცელებს.

„მეტროპოლიტანოს“ კონკურენტი ბაქოს ოლიმპიური სტადიონი იყო. მადრიდში, აღნიშნულ არენაზე ჩემპიონთა ლიგის ფინალი ერთხელ უკვე ჩატარდა – 2019 წელს „ლივერპულმა“ „ტოტენჰემი“ 2:0 დაამარცხა და მთავარი საკლუბო ტიტული ისტორიაში მეექვსედ მოიგო.

წელს ჩემპიონთა ლიგის ფინალს მიუნხენში მდებარე „ალიანს არენა“ უმასპინძლებს, ხოლო 2026 წელს ტურნირის გადამწყვეტი შეხვედრის ჩატარება ბუდაპეშტში, „პუშკაშ არენაზეა“ დაგეგმილი.

„მეტროპოლიტანო“ ჩემპიონთა ლიგის ფინალისტებს 2027 წლის 5 ივნისს მიიღებს.

ასევე იხილეთ