leaderboard_below_slide
left_sabechdi

ოთარ კიტეიშვილი: კაპიტნობა საპასუხისმგებლო როლია, თუმცა როდესაც საქმე ნაკრებს ეხება, ყველას განსაკუთრებული დამოკიდებულება აქვს. ამ გუნდის კაპიტნობა ჩემთვის ძალიან დიდი პატივია

კაპიტნობა საპასუხისმგებლო როლია, თუმცა როდესაც საქმე ნაკრებს ეხება, ყველას განსაკუთრებული დამოკიდებულება აქვს. ამ გუნდის კაპიტნობა ჩემთვის ძალიან დიდი პატივია, – განაცხადა საქართველოს ნაკრების წევრმა ოთარ კიტეიშვილმა პრესკონფერენციაზე.

ოთარ კიტეიშვილი იმედოვნებს, რომ მისი პირველი თამაში კაპიტნის რანგში წარმატებული აღმოჩნდება.

„სომხეთის ნაკრები თავს გუნდურად დაიცავს და ეცდებიან სწრაფი კონტრშეტევებით შემოგვიტიონ. თუმცა, სახლში თამაშობენ, გულშემატკივრების მხარდაჭერა ექნებათ და, შესაძლოა, განსხვავებული სტილითაც ითამაშონ. ამიტომ, ჩვენ თავზე ვკონცენტრირდებით. ვცდილობთ მაქსიმალურად მოვემზადოთ და ვაჩვენოთ ჩვენი საუკეთესო ფეხბურთი.

კაპიტნობა საპასუხისმგებლო როლია, თუმცა როდესაც საქმე ნაკრებს ეხება, ყველას განსაკუთრებული დამოკიდებულება აქვს. ამ გუნდის კაპიტნობა ჩემთვის ძალიან დიდი პატივია. კლუბშიც ხშირად ვყოფილვარ კაპიტანი, მაგრამ სანაკრებო დონეზე ეს განსაკუთრებული მომენტია და მეტად საპასუხისმგებლოა. ამისთვის მზად ვარ და მადლობა მთავარ მწვრთნელს ნდობისთვის. იმედია წარმატებული აღმოჩნდება ჩემი პირველი თამაში კაპიტნის რანგში. რთულია შეცვალო ისეთი კაპიტანი, როგორიც გურამ კაშიაა, მაგრამ ვეცდები, რომ ყველაფერი გავაკეთო ამისთვის”, – აღნიშნა მან.

2024/25 წლის ერთა ლიგის B დივიზიონის პლეი აუტში საქართველოს ნაკრები სომხეთთან პირველ მატჩს 20 მარტს სტუმრად გამართავს, ხოლო თბლისში, „დინამო არენაზე“ მეტოქეს 23 მარტს უმასპინძლებს. ორი მატჩის ჯამში გამარჯვების შემთხვევაში საქართველოს ეროვნული გუნდი ერთა ლიგის B დივიზიონში ადგილს შეინარჩუნებს.

ასევე იხილეთ