22 წლის ქართველი მორაგბე ლუკა პეტრიაშვილი (სიმაღლე 1.82 მ. წონა 108 კგ.) მომავალი სეზონიდან ფრანგული რაგბის გრანდ სტად ფრანსეს ღირსებას დაიცავს, რომელიც ამჟამად TOP 14-ის სათავეში იმყოფება.
პეტრიაშვილს, რომელიც კვაჭის პოზიციაზე თამაშობს, PRO D2-ის კლუბ აჟენშიც იწვევდნენ, თუმცა, როდესაც სტად ფრანსეს ვარიანტი გამოჩნდა, ცხადია, არჩევანი მის სასარგებლოდ გააკეთა. არსებული ინფორმაციით, ახალგაზრდა ქართველი მორაგბე ხელს სამწლიან კონტრაქტს მოაწერს.
პეტრიაშვილი ამჟამად კარკასონის წევრია (რანგით მე-3 დივიზიონ ნაციონალში თამაშობს) და მიმდინარე სეზონში 18 მატჩი ჩაატარა (7 სასტარტოში), აქტივში კი 3 ლელო აქვს.
აღსანიშნავია, რომ ლუკა პარიზულ კლუბში თავს მარტო ნამდვილად არ იგრძნობს, რადგანაც იქ ერთბაშად 4 თანამემამულე დახვდება: გიორგი მელიქიძე, ვასილ კაკოვინი, სერგი აბრამიშვილი და გიორგი ცუცქირიძე.
ვთქვათ ისიც, რომ ხსენებული აბრამიშვილისა და დავით ნინიაშვილის მსგავსად, პეტრიაშვილი სარაგბო კლუბ ხვამლის აღზრდილია.
🚨💣 Le talonneur géorgien de Carcassonne Luka Petriashvili était tout proche de rejoindre Agen mais une offre de dernière minute du Stade Français est arrivée. Le jeune géorgien va signer au Stade Français pour 3 ans ! pic.twitter.com/PqKm9HkKsp
— Stade Français Actu (@Sf_actu) March 19, 2024