“უბრალოდ, ვერ ვხსნი ახლა რას ვგრძნობ. ისეთი შეგრძნება მაქვს, თითქოს სიზმარში ვარ”, – განუცხადა ჟურნალისტებს სანდრო მამუკელაშვილმა.
“ამ თამაშს ჩემს ოჯახს, მეგობრებს, მათ ვუძღვნი, ვინც მხარს მიჭერს. ვისწავლე, როგორ უნდა მქონდეს თავდაჯერებულობა და როდესაც საკუთარი თავის გჯერა, ყველაფერი გამოდის”, – აღნიშნა მან.
სანდრო მამუკელაშვილმა ფანტასტიკური მატჩი ჩაატარა. ქართველი ფორვარდის „სან ანტონიომ“ „ნიუ იორკი“ 120:105 დაამარცხა, მამუკელაშვილმა 19 წუთში 34 ქულა ჩააგდო და გააუმჯობესა მისივე რეკორდი, რომელიც 28 ქულას შეადგენდა. მამუკელაშვილმა 7-დან 7 სამქულიანი და 7-დან 6 ორიანი ჩააგდო.