leaderboard_below_slide
left_sabechdi

AS: „ნაპოლიში“ ოსიმენის შემცვლელი მოძებნეს

„ნაპოლის“ პრეზიდენტი აურელიო დე ლაურენტისი ვიქტორ ოსმენის შემცვლელად „ფეიენოორდის“ ფორვარდს, სანტიაგო ხიმენესს მოიაზრებს, – იუწყებიან ავორიტეტული გამოცემები AS და La Gazzetta dello Sport.

ევროპულ მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, „ნაპოლი“ ოსიმენს ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში გაასხვისებს და სანტიაგო ხიმენესი ნიგერიელის პოზიციაზე დე ლაურენტისისთვის ყველაზე სასურველი კანდიდატურაა. აღნიშნავენ, რომ ნეაპოლური კლუბი მზად არის, „ფეიენოორდის“ 22 წლის ფეხბურთელში 50 მილიონი ევრო გადაიხადოს (Transfermarkt სანტიაგო ხიმენესს 45 მილიონ ევროდ აფასებს).

მიმდინარე სეზონში ხიმენესმა ყველა ტურნირზე 35 მატჩი ჩაატარა, გაიტანა 24 გოლი და ხუთი შედეგიანი გადაცემა შეასრულა.

ასევე იხილეთ