ფაშინიანმა ალიევს სომხეთ-აზერბაიჯანის სამშვიდობო ხელშეკრულების ხელმოწერაზე მუშაობის დაწყება შესთავაზა

სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა „ტელეგრამის“ საკუთარ არხზე აზერბაიჯანის პრეზიდენტს, ილჰამ ალიევს მიმართა და სომხეთ-აზერბაიჯანის სამშვიდობო შეთანხმების ხელმოწერაზე მუშაობის დაწყება შესთავაზა.
“სომხეთ-აზერბაიჯანის სამშვიდობო შეთანხმება დამტკიცებულია და ხელმოწერას ელის. მე აზერბაიჯანის პრეზიდენტს, ილჰამ ალიევს ვთავაზობ დავიწყოთ ერთობლივი კონსულტაციები შეთანხმების პროექტის ხელმოსაწერად”, – დაწერა ფაშინიანმა.
ცნობისთვის, სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ რამდენიმე დღის წინ განაცხადა, რომ ერევანმა მიიღო ბაქოს წინადადებები სამშვიდობო ხელშეკრულების პროექტის შეუთანხმებელ მუხლებთან დაკავშირებით. იგივე დაადასტურა აზერბაიჯანულმა მხარემ.