leaderboard_below_slide
left_sabechdi

ეკა სეფაშვილი: „ხალხის ძალა“ რეალურად ხალხზე და ხალხის ნება-სურვილზე დაფუძნებული პარტიაა

„საქართველოში დაახლოებით 250 პოლიტიკური პარტიაა და იმ აქტიურ პოლიტიკურ პარტიებს შორის, რომელთაც ვხედავთ ტელევიზიით, ძირითადად არის 3-4 კაცის მიერ შექმნილი უფრო პოლიტიკური კლუბები, ვიდრე პოლიტიკური პარტიები,“ – განაცხადა მედიასთან საუბარში, პარტია „ხალხის ძალის“ წევრმა, დეპუტატმა ეკა სეფაშვილმა.

მისი თქმით, პარტია „ხალხის ძალა“ რეალურად ხალხზე და ხალხის ნება-სურვილზე დაფუძნებული პარტიაა, რომელიც ხალხის მოთხოვნის საფუძველზე, მათი მოლოდინებისთვის პასუხის გასაცემად შეიქმნა.

„საქართველოში დაახლოებით 250 პოლიტიკური პარტიაა და იმ აქტიურ პოლიტიკურ პარტიებს შორის, რომელთაც ვხედავთ ტელევიზიით, ძირითადად არის 3-4 კაცის მიერ შექმნილი უფრო პოლიტიკური კლუბები, ვიდრე პოლიტიკური პარტიები. ხანდახან არის, რომ ერთი კაცით არის ცნობილი პოლიტიკური პარტია და ერთ კაცზე დგას მთელი პარტია. მათგან განსხვავებით, ჩვენ რეალურად ხალხზე და ხალხის ნება-სურვილზე დაფუძნებული პარტია ვართ. ნამდვილად ხალხის მოთხოვნის საფუძველზე, მათი მოლოდინებისთვის პასუხის გასაცემად შეიქმნა ეს პარტია.

ჩვენ წარმომადგენლობები გვყავს რეგიონებში და რა თქმა უნდა, ამ წარმომადგენლობებს გავაფართოებთ. პარტიაში არის რეგიონებთან ურთიერთობაზე პასუხისმგებელი მდივანი, ასევე გენერალური მდივანი, აღმასრულებელი მდივანი, საერთაშორისო მდივანი და ასე შემდეგ. რა თქმა უნდა, საქმიანობის გაზრდის კვალობაზე, კიდევ დაემატება სხვა საჭირო მიმართულებები.

პარტიად გადაკეთების კიდევ ერთი დადებითო მხარე ის არის, რომ ჩვენი ხმა ახლა გაცილებით მეტი სიძლიერით გაჟღერდება და უფრო წონადი იქნება. მისია კვლავ იგივეა, რაც გვქონდა – ინფორმაციის, ჩვენი მიდგომების, პოზიციის გაცნობა ხალხისათვის. რა თქმა უნდა, შემდგომში ხალხი მიიღებს შესაბამის გადაწყვეტილებას და იმ არჩევანს გააკეთებს, რომელიც ყველაზე მეტად არის მისთვის მისაღები,“ – განაცხადა ეკა სეფაშვილმა.

ასევე იხილეთ