საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე „კოპერნიკუს ბერლინის“ და ევროკომისიის ერთობლივი ტრენინგ-კურსის – „ევროპული ღირებულებები და დემოკრატიული განათლება ახალგაზრდა დასაქმებულებისთვის“ მონაწილეებს შეხვდა. კურსის მონაწილეები ევროპის და ახლო აღმოსავლეთის 20-მდე სხვადასხვა ქვეყანას წარმოადგენდნენ.
ნიკოლოზ სამხარაძემ საქართველოს საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტებზე, ევროკავშირსა და ნატო-ში ინტეგრაციაზე, საპარლამენტო დიპლომატიასა და მისი განხორციელების გზებზე ისაუბრა. ყურადღება გაამახვილა ქვეყანაში მიმდინარე ოკუპაციაზე და არაღიარების პოლიტიკაზე.
საუბრის თემებს წარმოადგენდა რეგიონში მიმდინარე მოვლენები, არსებული უსაფრთხოების გამოწვევები და საქართველოს მნიშვნელოვანი როლი როგორც რეგიონული, ასევე ზოგადად, ევროპული უსაფრთხოების უზრუნველყოფის პროცესში.