“მოგეხსენებათ, ჩვენ ვამბობდით, რომ შარშანდელი მარტის აქციები იყო უცხოელი აქტორების მიერ დაგეგმილი, დღეს კი „თბილისი პრაიდმა“ საკუთარი ხელით მოგვცა ამის დამადასტურებელი საბუთი,“ – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ წევრმა ეკა სეფაშვილმა განაცხადა.
სეფაშვილის თქმით, მიუხედავად არასამთავრობოების ნაწილისა და ოპოზიციის ხელშეშლისა, ხელისუფლება ამ კანონს მაინც მიიღებს.
„თბილისი პრაიდის“ განცხადებას რაც შეეხება, მოგეხსენებათ, ჩვენ ჩვენს ვარაუდებს გამოვთქვამდით, რომ მაგალითად შარშანდელი მარტის აქცია არ იყო ჭიჭე ვაშაძის და ხაბეს დაგეგმილი აქცია, სადაც იყო სრული კოორდინაცია, საერთაშორისო აქტორების ჩართულობით (მათ შორის, აშშ-ს და ევროკავშირის ყოფილი ელჩების) და სწორედ ამიტომ დაიჯერა ხალხმა ეს ყველაფერი, რომ ასეთ ხალხი იყო ჩართული პროცესში. ხალხმა ჩათვალა, რომ რადგან ეს ადამიანები ასე ამბობენ, ისინი არ მოიტყუებიან, ანუ ამ ადამიანებს ჰქონდათ ქართველი ხალხის ნდობა, მაგრამ ახლა ეს ნდობა დაკარგულია.
როდესაც ჩვენ ვამბობდით, რომ ეს იყო უცხოელი აქტორების მიერ დაგეგმილი პროცესები, „თბილისი პრაიდმა“ საკუთარი ხელით მოგვცა ამის დამადასტურებელი საბუთი. მათ წერილში პირდაპირ წერია, როგორც შარშან იყო გაკეთებული, თქვენს მიერ კოორდინირებული, ახლაც ასევე გავაკეთებთო. ამით მათ აღიარეს ის დანაშაული, რაზეც ჩვენ სხვადასხვა ნიშნების შესაბამისად, გვქონდა გონივრული ეჭვი. წელსაც იგივეს აპირებენ ლგბტ პროპაგანდის აკრძალვის შესახებ კანონთან დაკავშირებით, მაგრამ გინდა რუსული დაუძახონ, გინდა ბელგიური, გინდა – ფრანგული, მნიშვნელობა არ აქვს. ლგბტ პროპაგანდა არის გარყვნილების პროპაგანდა და რა თქმა უნდა, ჩვენ ამას არ დავუშვებთ. ამაში ჩვენს მხარეს დგას საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა. ჩვენ სწორედ ხალხის ნებას აღვასრულებთ და აუცილებლად მივიღებთ ამ კანონს, მიუხედავად იმისა ვეტო იქნება, თუ არა, რადგან შესაძლებელია პრეზიდენტმა მოინდომოს თავის გამოჩენა, ვინაიდან პოლიტიკური წონა არ გააჩნია და ცდილობს ხოლმე, ასეთი პატარ-პატარა ვეტოებით შეახსენოს საკუთარი თავი საზოგადოებას,“ – განაცხადა სეფაშვილმა.