ვოლკერ თურქი: ისრაელის მიერ ღაზის სექტორისთვის დახმარების მიწოდებაზე შეზღუდვის დაწესება შიმშილთან დაკავშირებული ომის დანაშაული შეიძლება იყოს
ადამიანის უფლებების საკითხებში გაეროს უმაღლესმა კომისარმა ვოლკერ თურქმა განაცხადა, რომ ისრაელის მიერ ღაზის სექტორისთვის დახმარების მიწოდებაზე შეზღუდვის დაწესება შიმშილთან დაკავშირებული ომის დანაშაული შეიძლება იყოს.
“ისრაელის მიერ ღაზაში დახმარების მიწოდებაზე შეზღუდვების დაწესების მასშტაბი, ისევე როგორც ის, თუ როგორ აგრძელებს [ისრაელი] საომარი მოქმედებების წარმოებას, შეიძლება, შეადგენდეს შიმშილის გამოყენებას, როგორც ომის მეთოდს, რაც ომის დანაშაულია”, – აღნიშნა ადამიანის უფლებების საკითხებში გაეროს უმაღლესმა კომისარმა.