leaderboard_below_slide
left_sabechdi

გიორგი ქოჩორაშვილი: ვცდილობთ, სიმშვიდე შევინარჩუნოთ და ისე მოვემზადოთ, როგორც ყველა მატჩისთვის ვემზადებით

საქართველოს ნაკრებისა და ესპანური „ლევანტეს“ ნახევარმცველმა გიორგი ქოჩორაშვილმა ლუქსემბურგთან ევრო 2024-ის პლეი ოფის მოახლოებულ შეხვედრაზე კომენტარი გააკეთა.

„შეკრება 18 მარტს დავიწყეთ. მიხარია, რომ ამ გადამწყვეტ ეტაპზე ნაკრებთან ერთად ვარ. თამაშის მნიშვნელობიდან გამომდინარე, ყველა მოტივირებულია, თუმცა ვცდილობთ, სიმშვიდე შევინარჩუნოთ და ისე მოვემზადოთ, როგორც ყველა მატჩისთვის ვემზადებით“, – ამბობს საქართველოს ეროვნული ნაკრების ნახევარმცველი.

საქართველოსა და ლუქსემბურგის ნაკრებების ნახევარფინალური შეხვედრა 21 მარტს, 21:00 საათზე, „დინამო არენაზე“ გაიმართება.

 

ასევე იხილეთ