„გამოწვევების მიუხედავად, აღმოსავლეთ პარტნიორობის ინიციატივიდან სამმა ჩვენმა პარტნიორმა – უკრაინამ, მოლდოვამ და საქართველომ დაიწყეს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი, რაც არის მკაფიო აღიარებაა აღმოსავლეთ პარტნიორობის პოლიტიკის ეფექტიანობისა და ამ ქვეყნების ევროკავშირთან დაახლოების“, – ამის შესახებ ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარმა ოლივერ ვარჰეიმ განაცხადა.
„50 წლის შემდეგ გაერთიანების შექმნიდან, პარტნიორობას მოაქვს ხელშესახები შედეგები სხვადასხვა მიმართულებით, რაც იწვევს ცვლილებებს რეგიონში მცხოვრები ხალხის ცხოვრებაში. აღმოსავლეთ პარტნიორობის ადაპტაცია ხდება სწრაფად ცვალებად, გამოწვევებით სავსე გარემოსთან და ხდება მოქნილი, სტრატეგიული რეგიონული დიალოგისა და თანამშრომლობის ხელშემწყობი. ამ თვალსაზრისით, გავაძლიერეთ თანამშრომლობა უსაფრთხოებაზე, სოციალურ-ეკონომიკურ საკითხებზე, ენერგოუსაფრთხოებაზე. ამ წლის 1 მარტის მონაცემებით მოვახერხეთ 8,7 მილიარდი ევროს მობილიზაცია დაკავშირებადობის პროექტებისთვის“, – განაცხადა ვარჰეიმ.