„საქართველოს ბანკი“, როგორც ტექნოლოგიური კომპანია, ბიზნესის ხელშეწყობასა და ტერნოლოგიებით დაინტერესებული ადამიანების მხარდაჭერას აქტიურ რეჟმში განაგრძობს. სწორედ ამ მიზნით ბანკსა და Startup Grind-ის პარტნიორობა 2024 წელსაც გრძელდება და დაინტერესებულ ადამიანებს, მთელი წლის განმავლობაში, არაერთ საინტერესო სიახლე ელით.
„საქართველოს ბანკი“ და Startup Grind უკვე 5 წელია რაც თანამშრომლობენ და ამ პარტნიორობის ფარგლებში ჩატარდა 45-ზე მეტი ღონისძიება, მათ შორის საერთაშორისო კონფერენციები. შეხვედრებს 7000 – ზე მეტი ადამიანი დაესწრო. Startup Grind-ის მონაწილეებს შესაძლებლობა ჰქონდათ 100-ზე მეტი სპიკერისთვის, მათ შორის სილიკონ ველის წამყვანი ინვესტორებისთვის, სხვადასხვა კომპანიების დამფუძნებლებისთვის და წარმატებული ქართველი ანტრეპრენერებისთვის მოესმინათ.
„საქართველოს ბანკსა“ და Startup Grind-ის პარტნიორობის ფარგლებში 2024 წელს ღონისძიებების სერია იგეგმება, რომლის ფარგლებშიც, თბილისსა და ბათუმში 10 შეხვედრა ჩატარდება.
„მოხარულები ვართ, რომ „საქართველოს ბანკსა“ და Startup Grind-ს შორის მრავალწლიანი თანამშრომლობა წელსაც აქტიურად გრძელდება. პარტნიორობის მიზანი, სტარტაპების გაძლიერება და მათი ზრდისა და განვითარების ხელშეწყობაა. Startup Grind-ის ღონისძიებები წლების განმავლობაში მხოლოდ თბილისში ტარდებოდა, წელს კი პირველად, ბათუმში გაიმართება, რაც ვფიქრობ, რეგიონის სტარტაპ ეკოსისტემის განვითარებას მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს. გარდა ამისა, წლის განმავლობაში, 10 ღონისძიება გვაქვს დაგეგემილი რითიც სფეროთი დაინტერესებულ ადამიანებს მივცემთ შესაძლებლობას, შეხვდნენ საინტერესო და წარმატებულ ადამიანებს და მათი პირადი გამოცდილებები მოისმინონ. ჩვენ კი აქ არ ვჩერდებით და ვაგრძელებთ მსგავსი პროექტების მხარდაჭერას“ , – აცხადებენ „საქართველოს ბანკში“.
აღსანიშნავია, რომ Startup Grind-ის მორიგი ღონისძიება 25 მარტს ბათუმში ჩატარდება, სადაც სპეციალური სპიკერი „საქართველოს ბანკის“ პროექტ 500 Georgia-ს მონაწილე და „Arena Games“-ის თანადამფუძნებელი, მარი გიორგობიანი იქნება.
ღონისძიების შესახებ მეტი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ბმულს.