leaderboard_below_slide
left_sabechdi

გურამ მაჭარაშვილი: ოპოზიციაში მომხრე არიან თუ არა, რომ საქართველოში „გეი პარადები“ ჩატარდეს?

თუ რადიკალური ოპოზიცია არ ეწინააღმდეგება ლგბტ პროპაგანდას, ესე იგი ამ პროპაგანდის მომხრეები არიან. მაშინ ჩვენ ვიტყვით, რომ ეს ხალხი არის მზად, მიიღოს მონაწილეობა ლგბტ აღლუმში, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.

„მე პირდაპირ ვეუბნები რადიკალურ ოპოზიციას, თუ ისინი არ ეწინააღმდეგებიან ლგბტ პროპაგანდას, ესე იგი ამ პროპაგანდის მომხრეები არიან. მაშინ ჩვენ ვიტყვით, რომ ეს ხალხი მათ შორის არის მზად, მიიღოს მონაწილეობა ლგბტ აღლუმში. ეს ყველაფერი თქვან, რატომ რცხვენიათ? მომხრე არიან თუ არა, რომ საქართველოში „გეი პარადები“ ჩატარდეს – ბავშვების, დიდების; დროშები დაიჭირონ ხელში „გეი პარადების“, – აღნიშნა მაჭარაშვილმა.

„ქართული ოცნების“ მიერ დაანონსებული ანტიპროგანდისტული კანონპროექტი პარლამენტს, სავარაუდოდ, ორშაბათს წარედგინება. სწორედ კანონმა უნდა გამიჯნოს ერთმანეთისგან პროპაგანდა და ადამიანის უფლებების დაცვა. მმართველი გუნდი ოპოზიციას პროპაგანდის მხარდაჭერაში კიდევ ერთხელ ამხელს.

ასევე იხილეთ