საქართველოს პენსიონერთა კავშირთან თანამშრომლობით „ლაიონსების თვალის დიაბეტურმა კლინიკამ – საქართველო“ თბილისის საკრებულოს გლდანის რაიონის მაჟორიტარის, კონსტანტინე ზარნაძის ინიციატივით გლდანის წარმომადგენლობაში საქველმოქმედო ღონისძიება ჩაატარა.
ღონისძიების ფარგლებში გლდანის რაიონში მცხოვრებ პენსიონერებს უფასოდ ჩაუტარდათ როგორც ენდოკრინოლოგიური, ასევე თვალის პირველადი სრული გამოკვლევა, რომელიც მოიცავს მხედველობის სიმახვილის გამოკვლევას (ვიზომეტრია); სათვალის შერჩევას; თვალშიდა წნევის გაზომვას (ტონომეტრია); ნაპრალოვანი სანათით დიაგნოსტიკას (ბიომიკროსკოპია); თვალის ფსკერის დათვალიერებასა და დიაგნოსტიკას; ოფთალმოლოგის კონსულტაციასა და შესაბამისი მკურნალობის დანიშვნას; სისხლში გლუკოზის განსაზღვრას; აგრეთვე ენდოკრინოლოგის კონსულტაციას.