„ანტიპროპაგანდისტული კანონპროექტი სწორედ ადამიანის უფლებების სადარაჯოზე დგას, როდესაც საზოგადოების უდიდეს ნაწილს იცავს იმ თავსმოხვეული პროპაგანდისგან, რომელიც ჩვენი საზოგადოებისთვის მიუღებელია”, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარემ გივი მიქანაძემ განაცხადა.
„ოპოზიცია შეეცადა, რომ გარკვეულწილად ისრები ადამიანის უფლებების კონტექსტში გადაეტანა იმისთვის, რომ რაღაც ფორმით ამ მძიმე მდგომარეობიდან გამოსულიყო. მაგრამ არ გამოუვიდათ იმიტომ, რომ ეს კანონპროექტი პირდაპირ ჭრილში პასუხობს ადამიანის უფლებების უმაღლეს სტანდარტს და პირიქით, სწორედ ადამიანის უფლებების სადარაჯოზე დგას, როდესაც საზოგადოების უდიდეს ნაწილს იცავს იმ თავსმოხვეული პროპაგანდისგან, რომელიც ჩვენი საზოგადოებისთვის მიუღებელია“, – აღნიშნა მიქანაძემ.
„ქართული ოცნების“ მიერ დაანონსებული ანტიპროპაგანდისტული კანონპროექტი პარლამენტს, სავარაუდოდ, ორშაბათს წარედგინება. სწორედ კანონმა უნდა გამიჯნოს ერთმანეთისგან პროპაგანდა და ადამიანის უფლებების დაცვა. მმართველი გუნდი ოპოზიციას პროპაგანდის მხარდაჭერაში კიდევ ერთხელ ამხელს.