leaderboard_below_slide
left_sabechdi

შალვა პაპუაშვილი: სხდომათა დარბაზში ქვეყნის ინტერესების პირდაპირ ღალატს არ დავუშვებთ

პარლამენტის სხდომათა დარბაზში გავრცელდა დეზინფორმაცია საქართველოს წინააღმდეგ და ამის ავტორი არის „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილი წევრი, ამჟამად „ევროოპტიმისტების“ წევრი რომან გოცირიძე”, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, ეს დეზინფორმაცია არის ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ მიმართული, განზრახული და კოორდინირებული კამპანია, რომელსაც სამწუხაროდ, სხვადასხვა შიდა თუ გარე ძალები აწარმოებენ, მისი მიზანი კი ჩვენი ქვეყნის დაზიანება და რეპუტაციის შელახვაა. პაპუაშვილის თქმით, საქართველოს პარლამენტის წევრი საქართველოს ინტერესებს უნდა წარმოადგენდეს.

„როდესაც ამას აკეთებენ უცხოელები, გასაგებია, მათ შორის უკრაინის ხელისუფლების ზოგიერთი წარმომადგენელი, ვხედავთ, რომ დღესაც იყო განცხადებები „ევრონესტში“ უკრაინის პარლამენტის წარმომადგენლის, რომელმაც საქართველოს სამარცხვინოდ დააბრალა რაღაცები. სამწუხაროდ, ასეთი უმადურობებიც ხდება. ამას შეგუებული ვართ. ასევე, გვესმის „ენჯეოებისგან“, რომლებიც ფინანსდებიან უცხოეთიდან და ზუსტად ამ ნარატივს ატარებენ, თითქოს საქართველოდან ხდება სანქციების გვერდის ავლა. არცერთი არასამთავრობო, რომელიც იღებს მილიონებს უცხოეთიდან, რომ ამხილოს დეზინფორმაცია, არცერთს არ უმხელია ეს სამარცხვინო კამპანია საქართველოს წინააღმდეგ. ყველა დაკავებულია თავისი პოლიტიკური მიზნებით. არცერთი ცენტი არ დაუხარჯავთ, რომ ეს სამარცხვინო კამპანია ემხილებინათ. მივედით იქამდე, რომ პარლამენტში, პარლამენტის წევრი, რომელიც საქართველოს ინტერესებს უნდა წარმოადგენდეს, დეზინფორმაციას ავრცელებს საქართველოს პარლამენტის ტრიბუნის დახმარებით. ყველაფერი გასაგებია, მაგრამ როდესაც თქვენს სამშობლოს აბრალებთ რაღაცებს, მგონი, ეს ყოველნაირ ზღვარს სცდება. ჩამოყალიბდით ბოლოს და ბოლოს, თქვენ ხართ საქართველოს პოლიტიკოსი, თუ ხართ უცხო ქვეყნის პოლიტიკოსი, რომელი დროშაა თქვენთვის ფასეული – საქართველოსი თუ სხვა ქვეყნის. როდესაც პარლამენტის სხდომათა დარბაზში არის პირდაპირი ღალატი ქვეყნის ინტერესებისა, ამას არ დავუშვებთ“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

ასევე იხილეთ