leaderboard_below_slide
left_sabechdi

ყირგიზეთის საზღვართან მდებარე სახლში უზბეკეთში გამავალი გვირაბი აღმოაჩინეს

 

უზბეკეთისკენ მიმავალი მიწისქვეშა გვირაბი ყირგიზეთის მკვიდრის სახლში აღმოაჩინეს. მისი სიღრმე 15 მეტრი იყო. ადგილობრივმა სამართალდამცავებმა განმარტეს, რისთვის გამოიყენებოდა „სასაზღვრო“ გვირაბი.

საუბარია ბექ-აბადის მკვიდრზე, რომლის სახლიც სახელმწიფო საზღვრიდან სულ რაღაც 50 მეტრში მდებარეობს. კაცმა გათხარა უზბეკეთში მიმავალი დაახლოებით 130 მეტრის სიგრძის გვირაბი, რათა საქონლის კონტრაბანდისა და ხალხის უკანონოდ გადასაყვანად გამოეყენებინა.

მიწისქვეშა გადასასვლელის სიმაღლე დაახლოებით 1,7 მეტრია. ყირგიზეთის ეროვნული უსაფრთხოების ხელისუფლებამ გამოძიება დაიწყო. სამართალდამცავები ამ გვირაბით ქვეყანაში არალეგალურად შესულ ადამიანებსაც ეძებენ.

 

 

 

ასევე იხილეთ