leaderboard_below_slide
left_sabechdi

ნინო ლაცაბიძე: სპორტს შეუძლია გააერთიანოს მთელი ქალაქი, მთელი ქვეყანა

რუსთავი აუცილებლად გახდება ახალი გამარჯვებების ქალაქი, – ამის შესახებ რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ რუსთავში, მრავალფუნქციური სპორტული კომპლექსის გახსნაზე განაცხადა.

მისი თქმით, სპორტს შეუძლია გააერთიანოს მთელი ქალაქი და მთელი ქვეყანა.

„მოგესალმებით, რუსთაველებო, დიდი პატივისცემით მივესალმები ჩვენი ქვეყნის პრემიერ-მინისტრს, ბატონ ირაკლი კობახიძეს. მივესალმები ჩვენი სამთავრობო და საპარლამენტო გუნდის წევრებს და აქვე ძალიან დიდი მადლობა მინდა ვუთხრა მათ იმ ახალი შესაძლებლობისთვის, რომელსაც ეს სპორტის სასახლე მისცემს მომავალში ჩვენს ქალაქს. სპორტი არის ალბათ ის, რასაც შეუძლია, რომ გააერთიანოს მთელი ქალაქი, თან უპირობოდ. გააერთიანოს მთელი ქვეყანა და ასეთი გამარჯვება იყო ილიას გამარჯვება სულ ახლახან, რომელმაც გააერთიანა მთელი ქვეყანა. რუსთაველების სახელით, ილიას ძალიან დიდი პატივისცემა და სიყვარული.

ბატონო პრემიერო, ძვირფასო სტუმრებო, მე დარწმუნებული ვარ, რომ რუსთავის სწორედ ეს ახალი ევროპული სტანდარტების სპორტის სასახლე გააერთიანებს თითოეულ რუსთაველს კიდევ უფრო მეტად. რუსთავი აუცილებლად გახდება ახალი გამარჯვებების ქალაქი“, – განაცხადა ლაცაბიძემ.

პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ რუსთავში მრავალფუნქციური სპორტული კომპლექსი UFC-ს პირველ ქართველ ჩემპიონთან, ილია თოფურიასთან ერთად გახსნა, სპორტსმენმა კი კომპლექსში შეკრებილებს საჩემპიონო ქამარი წარუდგინა.

ასევე იხილეთ