leaderboard_below_slide
left_sabechdi

მაია ბითაძე: ქართველმა ოპოზიციონერებმა მხარი არ დაუჭირეს საქართველოს ევროინტეგრაციის რეზოლუციას!

ოპოზიციის წარმომადგენლებმა საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვას ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეაში რეზოლუციის პროექტის ინიცირებას ხელი არ მოაწერეს. ამის შესახებ სოციალურ ქსელში პარლამენტის დეპუტატი მაია ბითაძე პოსტს აქვეყნებს.

„ვიცინოთ თუ ვიტიროთ აღარ ვიცით –

  1. არ დააინიცირეს ჩვენთან ერთად რეზოლუცია, ამ ჩვენ სამშობლოს რეპუტაციას ერჩიან სადაც და როგორც შეუძლიათ ისე;
  2. ევრონესტის მუშაობის პროცედურა არ იციან;
  3. კომეტეტებზე ჩვენ მიერ დაინიცირებულ სხვა ცვლილებებსაც არ დაუჭირეს მხარი – საქართველოს დეოკუპაციისა და ევროინტეგრაციის, ენერგოდამოუკიდებლობის შესახებ, (პირდაპირი ეთერები იყო, ვისაც აინტერესებს, ნახავს);
  4. ევროპარლამენტარმა კუბილიუსმა დაადასტურა, რასაც გუშინ საღამოდან ვამბობთ წუხილით, რომ ინიცირებისთვის არ გვეყო ხმები და მხოლოდ „ოცნების“ დელეგაციამ და მოლდოვის დელეგაციამ დავასპონსორეთ რეზოლუციის პროექტი, რომელიც საქართველოს, მოლდოვის, უკრაინის ევროინტეგრაციას, ომის დაგმობასა და დეოკუპაციას ეხება.

ახლა დებენ პოსტებს – შოკშია ევროპარლამენტიო, შოკშია, აბა რა!!! ქართველმა ოპოზიციონერებმა მხარი არ დაუჭირეს საქართველოს ევროინტეგრაციის რეზოლუციას!  

ევროპარლამენტიც შოკშია და ქართველი ხალხიც. ჩვენ, „ოცნების“ დეპუტატები მიჩვეულები ვართ, მითუმეტეს, რომ არც იმ კანონის პროექტებს უჭერენ მხარს პარლამენტში, რომლებიც ასოცირების ვალდებულებებია.

P.S. ჩემო ოპოზიციონერო კოლეგებო, ტყუილს მოკლე ფეხები აქვს, სამშობლო კიდე უნდა გიყვარდეთ და გიხაროდეთ, რომ ევროინტეგრაცია აქტიურ ფაზაშია და ისტორიის ეს ფურცელი „ქართულმა ოცნებამ“ დაწერა“, – წერს მაია ბითაძე.

 

ასევე იხილეთ