„ოპოზიციის წარმომადგენლები სერიოზულ ჩიხში არიან და ამ ფორმულირებას არაერთი ადამიანი ვაფიქსირებთ იმიტომ, რომ ერთის მხრივ, ფულს ზუსტად, საქართველოში ლგბტ პროპაგანდის გავრცელებისთვის და პოპულარიზაციისთვის იღებენ და მეორეს მხრივ, საკუთარ თავს, როგორც ტრადიციული ოჯახის მიმდევრები წარმოაჩენენ”, – ამის შესახებ, “ხალხის ძალის” წევრმა დავით ქართველიშვილმა მედიასთან განაცხადა.
მისი თქმით, ოპოზიციის ნაწილი უცხოეთიდან მათ შორის ლგბტ პროპაგანდისთვის ფინანსდება და ამიტომ, მათ არ სურთ ლგბტ პროპაგანდის კანონის მიღება.
„ოპოზიციის წარმომადგენლები სერიოზულ ჩიხში არიან და ამ ფორმულირებას არაერთი ადამიანი ვაფიქსირებთ იმიტომ, რომ ერთი მხრივ, ფულს ზუსტად, საქართველოში ლგბტ პროპაგანდის გავრცელებისთვის და პოპულარიზაციისთვის იღებენ და მეორეს მხრივ, საკუთარ თავს, როგორც ტრადიციული ოჯახური ცხოვრების მიმდევრები წარმოაჩენენ. ყოველ შემთხვევაში, იმედია, საკუთარ ქალ-ვაჟების მიმართ, თავში არ მოსდით მათი სქესის შეცვლის პერსპექტივა და ამ პროცესთან დაკავშირებით საკუთარი დადებითი დამოკიდებულება.
თუ მოსდით, მაშინ, კეთილი ინებონ, რისთვისაც უკვეთავენ მუსიკას და რა მუსიკითაც ცეკვავენ, თქვან ხმამაღლა, რაზეა ლაპარაკი. ზოგიერთმა შესაძლოა, საკუთარი თავი ამხილოს, რომ არის ლგბტ თემის მიმდევარი და ამის გამო მის ბულინგს, დისკრიმინაციას ადგილი არ ექნება, მაგრამ ამაზე მაინც ჩუმად არიან.
ისიც თქვან, თუ საკუთარ შვილებსაც თავში აზრად მოუვათ სქესის შეცვლა, მაშინ ყველაფერს გააკეთებენ – გაიყვანენ საზღვარგარეთ, სადაც ეს ნებადართულია, რათა უკან სულ ახალი ადამიანები ჩამოიყვანონ და ამით იამაყებენ. რა თქმა უნდა, ვერც ამას ამბობენ, მაგრამ ვერც იმ ფულს ელევიან და თუ დავალება არ შეასრულეს, არ დაარქვეს მომავალ კანონპროექტს რუსული, სმოლენსკის, ან სანტ-პეტერბურგის კანონი მორიგ ტრანშს ვერ მიიღებენ, იმ ტრანშით კი, მორიგ მანქანას ვერ იყიდიან, მორიგ სახლს ვერ ააშენებ და ა.შ”, – განაცხადა ქართველიშვილმა.