აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერი მაიკ ჯონსონი განიხილავს ისრაელის პრემიერ-მინისტრის, ბენიამინ ნეთანიაჰუს კონგრესში მიწვევას. ამის შესახებ ინფორმაციას ტელეკომპანია CNN-ი ავრცელებს.
“ვფიქრობ, ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, გამოვხატოთ სოლიდარობა და მხარდაჭერა ისრაელისადმი იმ დროს, როდესაც ისინი დიდ ბრძოლაში არიან ჩართულნი”, – აღნიშნა აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერმა.