საერთაშორისო ფულადი გზავნილები მსოფლიოს მრავალი ქვეყნისთვის უცხოური ვალუტის შემოდინების მნიშვნელოვანი წყაროა. საქართველოს ეკონომიკაში ფულად გზავნილებს დიდი როლი უჭირავს. ეს ძირითადად ის თანხებია, რომელსაც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან ემიგრანტები საკუთარ ოჯახის წევრებს სხვადასხვა ინტენსივობით უგზავნიან.
ფულადი გზავნილები საქართველოში
რატომ არის ფულადი გზავნილები ქვეყნის ეკონომიკისთვის ასეთი მნიშვნელოვანი? საქართველოში ფულადი გზავნილების მოცულობა შემოსული გრანტების და პირდაპირი უცხოური ინვესტიციების რაოდენობას მნიშვნელოვნად აღემატება და ეხმარება სიღარიბის შემცირებას, ვალუტის და ოჯახების ეკონომიკურ სტაბილურობას.
ფულადი გზავნილი, როგორც ფინანსური პროდუქტი
ფულადი გზავნილი საშუალებას გაძლევს მესამე პირს გადაურიცხო თანხა იმ შემთხვევაშიც, თუ არ იცი მიმღების საბანკო ანგარიშის რეკვიზიტი ან ოპერაციის შესრულება ანგარიშის გაუხსნელად გსურს.
გზავნილებს, როგორც წესი, აქვს თანხის გაგზავნის საკომისიო, რომელიც გაგზავნისას ანგარიშდება.
- ფულის მიღებისას აუცილებლად გჭირდება სპეციალური კოდი, გზავნილის უნიკალური ნომერი, რაც რომლის საშუალებით ხდება გზავნილის იდენტიფიცირება. ეს კოდი კონფიდენციალურია და მხოლოდ გამგზავნმა და მიმღებმა პირმა უნდა იცოდეს.
- ფულადი გზავნილებით სარგებლობისას, არ უნდა დაგავიწყდეს უსაფრთხოების წესების დაცვა. თუ ონლაინ მომსახურებით სარგებლობ, ტრანზაქცია უნდა განახორციელო დაცული გვერდებიდან;
- დააზუსტე, არის თუ არა ფულადი გზავნილის სისტემა იმ ქალაქში, სადაც თანხის გაგზავნას აპირებ, რადგან თანხის გაგზავნის დროს ხშირ შემთხვევაში, მხოლოდ ქვეყანა ეთითება;
თანხების სწრაფად მიღება, საერთაშორისო სწრაფი ფულადი გზავნილებით არის შესაძლებელი, განსხვავებით ანგარიშზე საერთაშორისო სავალუტო გადარიცხვებისგან.
სად შეგიძლია ფულადი გზავნილების მიღება
ფულადი გზავნილების მიღება საქართველოში სამი ტიპის საფინანსო ორგანიზაციაშია შესაძლებელი:
- ბანკები;
- მიკროსაფინანსო ორგანიზაციები;
- ფულადი გადარიცხვების განმახორციელებელი სხვა დაწესებულებები.
თუ ფულადი გზავნილებისთვის მიკროსაფინანსო ორგანიზაცია MBC-ის აირჩევ, ისარგებლებ ყველაზე სწრაფი და კომფორტული მომსახურებით. აქაც, ისევე როგორც ბანკის შემთხვევაში, ფულადი გზავნილების სისტემების მომსახურებისთვის დაგჭირდება საიდენტიფიკაციო დოკუმენტი და გზავნილის კოდი.
გადარიცხვების განხორციელებას შეძლებ შენთვის სასურველ ნებისმიერ ვალუტაში: ლარში, დოლარში, ევროში ან რუბლში.
მნიშვნელოვანია, რომ MBC-ის დახმარებით, ფულადი გზავნილების მიღება და გაგზავნა საქართველოსა და მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში შეგიძლია.
MBC-ის მომხმარებლების შეფასებით, ორგანიზაციაში მომსახურების მიღება ძალიან მარტივია და ამისთვის, ანგარიშის გახსნა არ გჭირდება. ამასთან, ემბისიში არ გიწევს დამღლელ რიგებში დგომა და დიდხანს დაყოვნება, რადგან თანხის განაღდება/გადარიცხვა მომენტალურად შეგიძლია.