გურამ მაჭარაშვილი: ჩვენ ყოველდღიურად ვუყურებთ იმ მტკიცებულებებს, რასაც „ხალხის ძალა“ წელიწადნახევარია ვამბობთ, რომ რადიკალური ოპოზიცია უკვე დაუფარავად ებრძვის საკუთარ სახელმწიფოს
„ევრონესტის“ ფორმატში რადიკალური ოპოზიციის უარი იმ რეზოლუციაზე, რომელიც უნდა დაინიცირებულიყო და რომლის შინაარსი შეეხებოდა ევროინტეგრაციის გზაზე საქართველოს განვითარებას, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას და ამაზე უარი, მორიგი მტკიცებულებაა იმის, რომ ეს ხალხი არა მარტო საქართველოში მტრობს ქვეყანას, არამედ, უცხოეთშიც“, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ ერთ- ერთმა ლიდერმა გურამ მაჭარაშვილმა მედიასთან ისაუბრა.
მისი თქმით, რაც დრო გადის, უფრო და უფრო ხილული ხდება, რასაც „ხალხის ძალის“ წერილებში ამბობდნენ, რომ ეს არის მათი პირდაპირ ბრძოლა საქართველოს სახელმწიფოს წინააღმდეგ.
„ჩვენ ყოველდღიურად ვუყურებთ იმ მტკიცებულებებს, რასაც „ხალხის ძალა“ წელიწადნახევარია ვამბობთ, რომ რადიკალური ოპოზიცია უკვე დაუფარავად და საჯაროდ ებრძვის საკუთარ სახელმწიფოს. „ევრონესტის“ ფორმატში რადიკალური ოპოზიციის უარი იმ რეზოლუციაზე, რომელიც უნდა დაინიცირებულიყო და რომლის შინაარსი შეეხებოდა ევროინტეგრაციის გზაზე საქართველოს განვითარებას, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას და ამაზე უარი, მორიგი მტკიცებულებაა იმის, რომ ეს ხალხი არა მარტო საქართველოში მტრობს ქვეყანას, არამედ, უცხოეთშიც და თუ ამაზე ადრე ოპოზიციის ზოგიერთი წარმომადგენელი საუბრობდა, დღეს საზოგადოებამ კარგად დაინახა, რომ ოპოზიციის ეს 4 „ძვირფასი“ წარმომადგენელი, რომელიც „ევრონესტის“ ფორმატის მონაწილე იყო, მხარი არ დაუჭირეს ამ რეზოლუციას და იცით, მიზეზად რა თქვეს? – თურმე, ისინი არაფერ შუაში იყვნენ და ჩვენ იქ მონაწილე 100 წევრიდან როგორ ვერავინ მოვძებნეთ, რომ 10 ხელმოწერა შეგროვებულიყო – ესაა მათი დამოკიდებულება.
მინდა, მათ ვუთხრა, რომ როცა საქართველოს მოქალაქეების მიერ ხარ პარლამენტის წევრად არჩეული, უცხოეთში, უცხოელების ხარჯზე გინდა საქართველოს პარლამენტის წევრის ფუნქცია შეასრულო?
რაც დრო გადის, უფრო და უფრო ხილული ხდება, რასაც ჩვენ ჩვენს წერილებში ვამბობდით, რომ ეს არის მათი პირდაპირ ბრძოლა საქართველოს სახელმწიფოს წინააღმდეგ“, – განაცხადა მაჭარაშვილმა.