მძიმე ტრავმის შემდგომ პერიოდში რეაბილიტაციის როლი გადამწყვეტია,მისი მეშვეობით შესაძლებელია პაციენტის სწრაფი გამოჯანმრთელება,ფუნქციონირების აღდგენა და ცხოვრების ხარისხის მნიშვნელოვანი გაუმჯობესება.სარეაბილიტაციო პროცედურების ძირითადი ასპექტებია:
- რეაბილიტაცია ფოკუსირებულია პაციენტის ფიზიკური,კოგნიტური,ფუნქციის აღდეგნასა და გაუმჯობესებაზე.
- მძიმე ტრავმამ შეიძლება გამოიწვიოს ისეთი გართულებები,როგორიცაა კუნთების ჰიპოტროფია სახსრების კონტრაქტურები,რესპირატორული პრობლემები.რეაბილიტაცია მიზნად ისახავს ამ გართულებების თავიდან აცილებას ან მინიმუმამდე დაყვანას.
- სარეაბილიტაციო პროგრამები ფოკუსირებულია ინდივიდის დამოუკიდებელი ფუნქციონირების გაუმჯობესებაზე.
- ტრავმა ხშირად იწვევს ტკივილს,სარეაბილიტაციო პროგრამები კი მოიცავს ტკივილის მართვისა და შემსუბუქების სტრატეგიებს.
- ტვინის ტრავმულმა დაზიანებამ ან მძიმე ტრავმის სხვა ფორმებმა შეიძლება გავლენა იქონიოს კოგნიტურ ფუნქციაზე.რეაბილიტაციის საშუალებით შესაძლებელია კოგნიტური დეფიციტის,როგორიცაა მეხსიერების დაკარგვა, ყურადღების დეფიციტი და გაუმჯობესება.
- მძიმე ტრავმის შედეგების გამკლავება საკმაოდ რთული პროცესია. რეაბილიტაცია მოიცავს ფსიქოლოგიურ მხარდაჭერას.
- ხშრად გამოიყენება დამხმარე მოწყობილობები და ტექნოლოგია,რაც ეხმარება პაციენტს ფიზიკური შეზღუდვების დაძლევაში.
ფართოდ გავრცელებული ტრავმები
ფიზიკური ტრავმა შეიძლება გამოწვეული იყოს სხვადასხვა ინციდენტის ან დაზიანების შედეგად. ყველაზე გავრცელებული ფიზიკური ტრავმებია:
- დაცემა: ფიზიკური ტრავმის წამყვანი მიზეზია, განსაკუთრებით კი ხანდაზმულებში.მას შეიძლება თან ახლდეს მოტეხილობა, დაჭიმულობა, ტვინის შერყევა და სხვა დაზიანებები.
- სპორტული ტრავმა: სპორტული ან რეკრეაციული აქტივობების დროს მიღებული დაზიანებები შეიძლება მოიცავდეს დაჭიმულობას,მოტეხილობას, სახსრის დისლოკაციას,ტვინის შერყევას და სხვა.
- სამუშაო ადგილთან დაკავშირებული ტრავმა: უბედური შემთხვევები, რომელსაც სამუშაო პერიოდში ხდება, მაგალითად სიმაღლიდან ვარდნა, დაცემა,მანქანასთან დაკავშირებული ინციდენტები და სხვა.
- დამწვრობა: თერმულმა,ქიმიურმა ან ელექტრულმა დამწვრობამ შეიძლება გამოიწვიოს მნიშვნელოვანი ფიზიკური ტრავმა და მოითხოვოს სპეციალიზებული სამედიცინო ჩარევა.
- ჭარბი ფიზიკური დატვირთვის შედეგად მიღებული ტრავმები: სახსრის განმეორებითმა ტრავმამ ან სხეულის გარკვეული ნაწილის გადაჭარბებულმა დატვირთვამ შეიძლება გამოიწვიოს ისეთი დაზიანებები,როგორიცაა ტენდინიტი,სტრესული მოტეხილობა, კუნთების დაჭიმულობა და სხვა.
სარეაბილიტაციო პროგრამების ეფექტურობა
მძიმე ტრავმის შემდგომ, სარეაბილიტაციო პროცედურების ეფექტურობა დამოკიდებულია სხვადასხვა ფაქტორზე,მათ შორის ტრავმის ტიპსა და მასშტაბზე, პაციენტის ჯანმრთელობის ზოგად მდგომარეობაზე,ინტერვენციის დროულად ჩატარებაზე და გამოყენებული რეაბილიტაციის პროცედურების სპეციფიკაზე. რეაბილიტაცია მიზნად ისახავს ფუნქციის აღდგენას,შეზღუდული შესაძლებლობის შემცირებას და პაციენტის ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებას.
ძირითადი გასათვალისწინებელი პუნქტებია:
- დროული ჩარევ:რეაბილიტაციის დროული დაწყება საუკეთესო შედეგის საწინდარია. ადრეული რეაბილიტაცია ხელს უწყობს გართულებების თავიდან აცილებას და სწრაფ აღდგენას.
- მულტიდისციპლინური მიდგომა:ეფექტური რეაბილიტაციისთვის საჭიროა ფიზიკური მედიცინისა და რეაბილიტაციის სპეციალისტების,ოკუპაციური თერაპევტების,მეტყველების თერაპევტების,ფსიქოლოგების და სხვა სპეციალისტების ერთდორული ჩარევა.თითოეული სპეციალისტი ეხება ინდივიდის ფიზიკური,კოგნიტური,ემოციური და სოციალური კეთილდღეობის სხვადასხვა ასპექტს.
- მკურნალობის ინდივიდუალური გეგმა:სარეაბილიტაციო პროგრამები ყველაზე ეფექტურია მაშინ,როდესაც რეაბილიტაციის გეგმა მორგებულია პაციენტის კონკრეტულ საჭიროებებსა და შესაძლებლობებზე.პერსონალიზებული მიდგომა ითვალისწინებს ტრავმის ტიპს,ტრავმამდე არსებულ მდგომარეობას და რეაბილიტაციის მიზნებს.
- ფიზიკური რეაბილიტაცია:ფოკუსირებულია ფიზიკური ფუნქციის, მობილურობისა და ძალის აღდგენაზე. ვარჯიში, ფიზოთერაპია და სხვა ტექნიკები ეხმარება პაციენტს მეორადი გართულებები თავიდან აცილებაში.