leaderboard_below_slide
left_sabechdi

„ახალი ხედვის“ თანამედროვე სარეაბილიტაციო ცენტრი

„ახალი ხედვის“ სარეაბილიტაციო ცენტრი სპეციალიზირებული სამედიცინო დაწესებულებაა, რომელიც პაციენტებს უზრუნველყოფს მაღალხარისხიანი და სრულფასოვანი მომსახურებით. თანამედროვე სარეაბილიტაციო ცენტრში მკურნალობა  შესაძლებელია თქვენზე მორგებული მკურნალობის მეთოდით.

  • ცენტრში დაგხვდებათ პაციენტის ინდივიდუალურ საჭიროებებზე მორგებული მაღალკვალიფიციური და გამოცდილი პროფესიონალებისგან დაკომპლექტებული გუნდი.
  • თანამედროვე და უახლესი აპარატურით აღჭურვილი კლინიკა .
  • ახალი ხედვის სარეაბილიტაციო ცენტში მოხვედრისას, თითოეული პაციენტის მდგომარეობა ფასდება, იმისათვის, რომ ინდივიდუალურად შეირჩეს მკურნალობის ყველაზე ეფექტური მეთოდი.

 

   ახალი ხედვის სარეაბილიტაციო ცენტრის სერვისები

„ახალი ხედვის“ სარეაბილიტაციო ცენტრი გთავაზობთ თერაპიების ფართო სპექტრს.

  • ულტრაბგერითი თერაპია-ულტრაბგერითი ტალღებით რბილ ქსოვილებზე ზემოქმედებას აქვს ისეთი ეფექტი როგორიცაა სისხლმომარაგებისა და ლიმფური დრენაჟის გაუმჯობესება, ანთების საწინააღმდეგო და ტკივილგამაყუჩებელი მოქმედება. აღდგენა- რეგენერაციული მექანიზმების გააქტიურება.
  • შროტის მეთოდით ვარჯიშები სქოლიოზის მკურნალობის სტანდარტია,რომელსაც შეუძლია დაავადების პროგრესირების შეჩერება და მისი გამოსწორება
  • ელექტროთერაპია-ელექტრული იმპულსების მეშვეობით შესაძლებელია კუნთების ტონუსის გაძლიერება,ტკივილის შემსუბუქება, ქსოვილების სისხლმომარაგების გაზრდა, ანთების საწინააღდმეგო, აღდგენისა და რეგენერაციული ეფექტის მიღება.
  • ლაზეროთერაპია არის მეთოდი, რომელიც სამკურნალოდ თანმიმდევრულ, მონოქრომატულ, პოლარიზებულ და მიმართულ(ფოკუსირებულ) სინათლის სხივს იყენებს.  ფიზიკურ მედიცინასა და რეაბილიტაციაში გამოყენებული ლაზერის ძირითადი ეფექტებია: ანთების საწინააღმდეგო მოქმედება, უჯრედის მეტაბოლიზმის და მიკროცირკულაციის გააქტიურება, ანალგეზია და ა.შ
  • მაგნიტოთერაპია – ხელს უწყობს რეგენერაციის პროცესს- აჩქარებს ძვლების შეხორცებას, ამცირებს ქსოვილების აღდგენისთვის საჭირო დროს, გამოირჩევა ანთების საწინააღმდეგო და ტკივილგამაყუჩებელი ეფექტით,ამცირებს შეშუპებას,აუმჯობესებს სისხლმომარაგებას.
  • ულტრაფონოფორეზი-აერთიანებს ულტრაბგერით თერაპიასა და მედიკამენტურ მკურნალობას. მისი საშუალებით მედიკამენტი უკეთ აღწევს ორგანიზმში და ავლენს მაღალ თერაპიულ ეფექტს.
  • დარტყმით-ტალღოვანი თერაპია-მექანიკური წნევის ტალღის მიშვეობით მიიღება ისეთი ეფექტები, როგორიცაა : ტკივილის სწრაფად კუპირება, ანთების საწინააღმდეგო მოქმედება, ფიბროზული ქსოვილის, კალციფიკატების დაშლა და სხვა.
  • ვაკუუმთერაპია-მკურნალობის არაინვაზიური პროცედურაა. ამ მკურნალობის მეთოდმა გამოყენება ჰპოვა როგორც ესთეტიკურ მედიცინაში, ასევე რეაბილიტაციის დარგში.
  • PRP თერაპია-თრომბოციტებით მდიდარი პლაზმის ინექციები,მარიტივი და მინიმალურად ინვაიზური პროცედურაა, შედეგის მისაღებად კი საშუალოდ 2-6 კვირაა საჭირო.
  • ტრაქცია-პროცედურა, რომლის დროს ხერხემლის სვეტი “იჭიმება”, რაც ამცირებს წნევას მალთაშუა დისკებზე და ამსუბუქებს ტკივილს.
  • ღრმა ოსცილაცია-თერაპია ეფუძნება უსაფრთხო და დაბალი სიხშირის ელექტროსტატიკური ველის შექმნის ეფექტს, პროცედურის დროს წარმოქმნილი რხევები ააქტიურებს ინტერსტიციულ დრენაჟს,ამცირებს ადგილობრივ სისხლჩაქცევას,ანთებას და შეშუპებას დაზიანებულ მიდამოში.
ასევე იხილეთ