დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე მედიის წარმომადგენლებს ქართული ჟურნალისტიკის დღე მიულოცა.
კახა კალაძემ ყურადღება საზოგადოების ინფორმირების პროცესში ჟურნალისტების როლზეც გაამახვილა.
„დღეს, ქართული ჟურნალისტიკის დღეა. მინდა, პირველ რიგში აქ დამსწრე მედიის წარმომადგენლებს და ყველას, ვინც ამ პროფესიას კეთილსინდისიერად, პროფესიონალურად ემსახურება, მივულოცო დღევანდელი დღე. ვისურვებდი, რომ ქართული ჟურნალისტიკა ემსახურებოდეს საქართველოს მოსახლეობის და ქვეყნის ინტერესებს და პირნათლად ასრულებდეს იმ უდიდეს როლს, რასაც საზოგადოების სწორად ინფორმირება ჰქვია. გილოცავთ და გისურვებთ წარმატებებს“, – აღნიშნა კახა კალაძემ.