leaderboard_below_slide
left_sabechdi

დავით ქართველიშვილი: არანაირი ღრმაწყლოვანი რუსეთის სამხედრო-საზღვაო პორტი ოჩამჩირეში არ არსებობს!

„ხალხის ძალის” წევრი დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში გავრცელებულ იმ კადრებს ეხმიანება, სადაც თითქოსდა ოჩამჩირეში რუსეთის ღრმაწყლოვანი სამხედრო-საზღვაო პორტია ასახული და რომელსაც ქართული ოპოზიციის წარმომადგენლები აზიარებენ.

დავით ქართველიშვილის თქმით, ეს არის სიცრუე და სინამდვილეში ეს არის ე.წ. მესაზღვრეების პოლიგონი, რომელიც 2009-2010 წლებში აშენდა.

ეს არის ნაცების და მათი მესამე პრეზიდენტის ელემენტარული შულერობა! ატრიალებენ ოჩამჩირეს ე.წ. “მესაზღვრეების პოლიგონის” კადრებს, რომელიც აშენდა 2009-2010 წწ. თავის საცხოვრებელი კორპუსებით და საწვრთნელო “პლაცით”, ყოფილი ქვა-ღორღის მომპოვებელი კომბინატის ტერიტორიაზე. მას შემდეგ ამ პოლიგონს არაფერი (!) შემატებია! არანაირი წყალქვეშა ნავების თუ სამხედრო გემების მიმღები ნავსადგური! რაც არის, ესეც მიუღებელია და მაგასაც ბოლო მოეღება, მაგრამ ნაცების ფეიკების ტირაჟირებასაც უნდა მოეღოს ბოლო!

მაქსიმუმ მანდ მესაზღვრეების კატარღას თუ ნახავთ! ამას აღარც “შიშებით ვაჭრობა” ჰქვია. იმაზე მაგრად ვერ შეგვაშინებთ, რამდენადაც თქვენი, ნაცებო, გაფორმებული რუსული ოკუპაციაა საშინელება. თქვენ ხართ მავნებლები და ლუციფერის სიცრუეზე აგებული ლეგიონი. თქვენ ხართ “კართაგენი”, რომელიც უნდა დაიმსხვრეს! ვერ გადაფარავთ ვერც საკუთარ პოლიტიკურ გარდაუვალ სიკვდილს, ვერც “ლგბტ” პროპაგანდის აკრძალვას! არანაირი ღრმაწყლოვანი რუსეთის სამხედრო-საზღვაო პორტი ოჩამჩირეში არ არსებობს! ეს არის 2009-2010 წწ. აშენებული ე.წ. “მესაზღვრეების პოლიგონი” და ყველა ჯანსაღ პიროვნებას გთხოვთ, ნაცების საქმეს ნუ შეუერთდებით და ამ დეზინფორაციის გაზიარებებს თავი მოარიდეთ!” – წერს ქართველიშვილი.

ასევე იხილეთ