პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა საქართველოში იტალიის რესპუბლიკის ახლადდანიშნულ ელჩ მასიმილიანო დ’ანტუონოსთან გაცნობითი შეხვედრა გამართა.
შალვა პაპუაშვილმა მასიმილიანო დ’ანტუონოს საქართველოში ელჩად დანიშვნა მიულოცა და წარმატება უსურვა მისი მისიის განხორციელებაში.
მხარეებმა დადებითად შეაფასეს უკანასკნელ პერიოდში საქართველოსა და იტალიას შორის ურთიერთობების დინამიკა. აღინიშნა მაღალი დონის ვიზიტების მნიშვნელობა, მათ შორის, საპარლამენტო დონეზე. შალვა პაპუაშვილმა ხაზი გაუსვა მის ნაყოფიერ ოფიციალურ ვიზიტს იტალიის რესპუბლიკაში და გამოხატა მისი იტალიელი კოლეგების საქართველოში მასპინძლობის მზაობა.
მხარეებმა ისაუბრეს ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების შემდგომი განვითარების მიმართულებებზე, მათ შორის, თანამშრომლობაზე ეკონომიკისა და ვაჭრობის, ინვესტიციების, ინფრასტრუქტურული პროექტების, განათლების, კულტურის სფეროებში.
იტალიის ელჩის თქმით, 2024 წელი, როგორც საარჩევნო წელი, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საქართველოსთვისა და ევროკავშირისთვის. მან საქართველოს კანდიდატის სტატუსის მიღება მიულოცა და აღნიშნა, რომ იტალია მზად არის, მხარი დაუჭიროს საქართველოს, რათა მალევე გახდეს შესაძლებელი გაწევრიანების მოლაპარაკებების დაწყება.
იტალიის ელჩმა, აგრეთვე, დაადასტურა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი იტალიის რესპუბლიკის მხარდაჭერა.