სოზარ სუბარი: როცა ჩვენი ოპოზიციონერი დეპუტატები ამბობენ, რომ „ევრონესტის“ რეზოლუციასთან დაკავშირებით არ იცოდნენ, ტყუიან…
„ევრონესტთან“ დაკავშირებით რაც ქართული ოპოზიციის ოთხკაციანმა დელეგაციამ გააკეთა, ამას ჰქვია ქვეყნის ღალატი და მეტი არაფერი“, – ამის შესახებ მედიასთან პოლიტიკური პარტია „ხალხის ძალის“ თავმჯდომარემ, დეპუტატმა სოზარ საუბარმა განაცხადა.
სოზარ სუბარის თქმით, ოპოზიცია ცდილობს, საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე ხელი შეუშალოს.
„ეს არის პირდაპირ ხელის შეშლის მცდელობა საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე, რაც, რა თქმა უნდა, იქნება წარუმატებელი.
მაკა ბოჭორიშვილმა თქვა, რომ მან პირადად ჩააყენა საქმის კურსში ყველა ქართველი ოპოზიციონერი, ეს იყო ევროპარლამენტის „ევრონესტის“ შესაბამის ვებგვერდზე ატვირთული, შესაბამისად, ცხადია, ამის შესახებ ყველამ იცოდა. თვითონ, როცა ჩვენი ოპოზიციონერი დეპუტატები ამბობენ, რომ არ იცოდნენ, ტყუიან, რადგან მეორე მხრივ, ისინი ამბობდნენ, რომ შესწორებების შეტანას აპირებდნენ. თუ არ ჰქონდათ წაკითხული და თუ არ იცოდნენ, რომ ატვირთული იყო, რაში შეჰქონდათ შესწორება, იქნებ სრულიად მისაღები იყო ტექსტი?“ – განაცხადა სოზარ სუბარმა.