საქართველოს, უკრაინისა და ევროპის სხვადასხვა წამყვანი უნივერსიტეტების ლიდერების შეხვედრა საქართველოს საერთაშორისო უნივერსიტეტში
მიმდინარე წლის 19 მარტიდან 21 მარტის ჩათვლით საქართველოს საერთაშორისო უნივერსიტეტი ჯიუ „Erasmus +“-ის ინსტიტუციური განვითარების პროექტის „RE-DIRECTION – Redefining Higher Education on a digital context and mainstreaming a common inclusive and green structure based on EU best practices and policy recommendations“ პირველი სამუშაო შეხვედრის მონაწილეებს მასპინძლობდა.
პროექტში, ქართული უნივერსიტეტების გარდა, ჩართულნი არიან სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებლების წარმომადგენლები გერმანიიდან, უკრაინიდან და საბერძნეთიდან.
პროექტის ფარგლებში დაგეგმილია ეროვნული აქტორებისა და დაინტერესებული მხარეების შეხვედრები უკრაინასა და საქართველოში არსებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების საჭიროებების განსახილველად.
პროექტის პარტნიორთა მიზანია პერსონალისა და ინსტრუქტორების გადამზადება ახალი, ინოვაციური კურიკულუმის მეშვეობით და პოლიტიკის რეკომენდაციების შემუშავება მაღალმთიან რეგიონებსა და სხვა მოშორებულ ადგილებში არსებული უსდ-ების თანამედროვე ტექნოლოგიებთან ადაპტაციის გამოწვევების შესასწავლად და გადასალახად.
შეხვედრის მონაწილეებმა ყურადღება გაამახვილეს შრომის ბაზრის მოთხოვნებსა და კურიკულუმის მსმენელებს შორის ურთიერთკავშირის უზრუნველყოფაზე.
პარტნიორების მიზანია, ხელი შეუწყონ მსმენელებს სამუშაო ადგილების შესაბამისი უნარ-ჩვევების, დინამიურად ცვალებადი გარემოს მიმართ სამუშაო სივრცის ადაპტაციასა და ინოვაციური უნარების დაუფლებაში.
სამუშაო შეხვედრის მონაწილეებმა, პროექტის ფარგლებში, საქმიანი შეხვედრები გამართეს საქართველოს განთლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსა და კავკასიის უნივერსიტეტის წარმომადგენლებთან და სამომავლო აქტივობებიც დაგეგმეს.
ვიზიტი დღეს, 21 მარტს, დასრულდება.