ნიკოლოზ ბასილაშვილი ესპანეთში, მურსიის ტურნირზე წარმატებით გამოსვლას აგრძელებს. ქართველმა ჩოგბურთლმა მეოთხედფინალის საგზური მოიპოვა.
მერვედფინალში ბასილაშვილმა ფრანგი უგო ბლანშე ორ სეტში, 6:2, 7:5 დაამარცხა. მთელი შეხვედრის განმავლობაში უპირატესობა ქართველს ჰქონდა და მეტოქემ თავისი თამაშის ჩვენება ვერ შეძლო.
მურსიის ტურნირზე ბასილაშვილმა ასპარეზობა საკვალიფიკაციო ეტაპიდან დაიწყო და ზედიზედ ოთხი მატჩი მოიგო.
ქართველ ჩოგბურთელს კარიერაში ATP-ის ხუთი ტურნირი აქვს მოგებული, მისი საუკეთესო შედეგი პროფესიონალ მამაკაც ჩოგბურთელთა რეიტინგში კი მე-16 ადგილი იყო.